წინა
მომდევნო

     მომსახურება და გარანტია


სანდო ხარისხი კონკურენტუნარიან ფასად!


ჩვენ, ”შევროლეს” გუნდი დიდი მონდომებით ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენი მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალი გამოიყენებს  ყველა შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს თქვენი ავტომობილის კარგი მომსახურება, შეკეთება და საუკეთესო  მდგომარეობის უზრუნველყოფა. ”შევროლეს” ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში ტექნიკური პერსონალი იყენებეს დეტალებს, რომლებიც დამტკიცებულია მწარმოებლის მიერ.


”შევროლეს” სურს, რომ თქვენ  ისიამოვნოთ უპრობლემო ძრავით. ჩვენი ერთ-ერთი ავტომობილის ყიდვით დაწყებული, მისი მომსახურებით გაგრძელებული და, საჭიროების შემთხვევაში, მისი შეკეთებით დამთავრებული, ჩვენი მიზანია, ეს პროცესი იყოს გასაგები და მოსახერხებელი - ყოველგვარი ფარული ფასნამატის გარეშე. თუ თქვენ სარგებლობთ ”შევროლეს” სერვისცენტრის მომსახურებით, ან შეკეთების სერვისით, თქვენი ავტომობილისთვის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს მიიღებთ და ეს ყველაფერი ჩვენი სპეციალური შეთავაზებების მეშვეობით. გაიგეთ მეტი სპეციალური შემოთავაზებების და გარანტიის შესახებ, რომლებსაც ჩვენი სერტიფიცირებული ექსპერტები გთავაზობენ.

     შევროლეს მომსახურების
     ქსელი


თუ გსურთ, რომ თქვენი Chevrolet ან Daewoo წლიდან წლამდე იდეალურად გემსახუროთ, მაშინ შეაკეთეთ და მიიღეთ მომსახურება და სერვისი ”შევროლეს” ავტორიზებულ სერვისცენტრებში.

  • შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მოგემსახურებიან მხოლოდ სპეციალურად მომზადებული პროფესიონალები, რომლებიც თქვენი ავტომობილისთვის რჩეულ სათადარიგო ნაწილებს იყენებენ.
  • დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გამოყენებული იქნება მხოლოდ ”შევროლეს” სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც 2 წლიანი გარანტია აქვთ.
  • დაზოგეთ თანხა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფიქსირებული ფასებით.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის მდგომარეობა, გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

    მომხმარებელთა მომსახურება


შეგვიძლია თქვენი დახმარება? დაგვიკავშირდით.

დაკარგეთ ავტომობილის სახელმძღვანელო?

თქვენი ავტომობილის შესახებ კონსულტაციის მიღება გსურთ?

ჩვენ, ”შევროლეს” გუნდი ზედმიწევნით ვზრუნავთ თქვენს სრულ კმაყოფილებაზე. ჩვენ გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობები, გვყავს ოფიციალური წარმომადგენლები, საუკეთესო ტექნიკოსები და გვაქვს მუდმივად განახლებული ინფორმაცია, რათა პასუხი გავცეთ თქვენს ყველა კითხვას.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო კოდი და ტელეფონის ნომერი, რათა შევძლოთ, ეფექტიანად ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნას.