აქტიური უსაფრთხოების საშუალებები როგორც მძღოლის, ისე წინა მგზავრის დასაცავად. მძღოლის უსაფრთხოების ბალიში საჭეშია მოთავსებული, ხოლო წინა მგზავრის - მართვის პანელში და უფრო განიერია, რადგან მეტად დაშორებული მგზავრისაგან. ისინი მცირე ფეთქებადი მუხტით იბერება, როცა სენსორები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ადგენს. დაპროექტებულია ღვედებთან ერთად გამოყენებისათვის. იხ. Cruze საცდელი შეჯახების ვიდეო.

იხ. უსაფრთხოების ბალიშები - მძღოლი და მგზავრი. გვერდითი ზემოქმედების უსაფრთხოების ბალიშები მოთავსებულია ორივე წინა სავარძელზე და იბერება მგზავრების დასაცავად გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.

იხ. უსაფრთხოების ბალიშები - მძღოლი და მგზავრი. გვერდითი ზემოქმედების უსაფრთხოების ბალიშები მოთავსებულია ორივე წინა სავარძელზე და იბერება მგზავრების დასაცავად გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში. ფარდისებური უსაფრთხოების ბალიშები ფანჯრებშია ჩასმული უკანა მგზავრების გვერდიდან დარტყმისაგან დასაცავად. იხ. Cruze საცდელი შეჯახების ვიდეო.

უსაფრთხოების ბალიშები ავტომობილის აქტიური უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია და ათასობით სიცოცხლე გადაურჩენია მათი გამოგონების შემდეგ. თუმცა, ისინი შესაძლოა საშიშიც იყოს და მნიშვნელოვანია შეიძლებოდეს წინა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშის გათიშვა ბავშვების თუ არასრულწლოვანთა დასაცავად.

სისტემა, რომელიც ავტომატურად რთავს წინა მარჯვენა მგზავრის უსაფრთხოების ბალიშს გამომდინარე მგზავრის წონიდან და სავარძელზე წნევის ტიპიდან. ანთებული ინდიკატორი მართვის პანელზეა მოთავსებული.

იხ. წინ მოთავსებული აკუმულატორი. უკან მოთავსებული აკუმულატორი უფრო იშვიათია და ჩვეულებრივ, თავსდება საბარგულში.

ამძრავი სისტემის ტიპი ოთხი წამყვანი ბორბლით (AWD). წინა წამყვანი ბორბლის მოცურებისას ავტომობილის მოძრაობაში ავტომატურად ერთვება უკანა ბორბლები. AWD იმართება საბორტო კომპიუტერიდან.

ავტომობილი, რომელსაც "აწვება" ან აღიძვრება უკანა ბორბლებით და არ "გაიწევა" წინა ბორბლებით. დღეისათვის ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია წამყვანი წინა ხიდით.

ავტომობილი, რომელსაც "ეწევა" ან აღიძვრება წინა ბორბლებით და არ "აწვება" უკანა ბორბლები, როგორც უკანა წამყვანი ხიდის შემთხვევაში. ამ კონფიგურაციაში ძრავა მოთავსებულია წამყვანი ბორბლების თავზე, რაც იძლევა უკეთეს წევას თოვლის პირობებში.

მართვის პანელის ხელსაწყო ავტომობილის სიჩქარის გასაზომად როგორც კმ/სთ-ში, ისე მილი/სთ-ში. ანალოგია გულისხმობს, რომ ციფერბლატი არაა ციფრული.

იღებს რადიოგადაცემებს. მოდელის შესაბამისად, ანტენის სადენი, ანუ საჰაერო ფიქსირებულია საქარე მინაზე, უკანა მინაზე ან სპოილერზე.

ჰოლოგრაფიული დისპლეი, რომელიც ახდენს ავტომობილის შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის საქარე მინაზე პროეცირებას და საშუალებას აძლევს მძღოლს თვალი არ მოაცილოს გზას მაჩვენებლების ნახვის მიზნით.

აქტიური უსაფრთხოების საშუალებები გიცავთ უბედური შემთხვევისას. ამის კარგი მაგალითია უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც ამოქმედდება თავის და მკერდის სერიოზული ტრავმის პრევენციის მიზნით.

აღმართზე დაძვრის ასისტენტი (HSA) წარმოადგენს აღმართზე დაძვრის ვარიანტს, რომელიც გამოიყენება ნახევრად ავტომატურ, უქურო ტრანსმისიებში. სისტემა იცავს ავტომობილს დაგორებისაგან აღმართზე ან დაღმართზე დაძვრისას "ხელის მუხრუჭით დაძვრის" სიმულირებით, რაც კარგად ნაცნობია მექანიკური ავტომობილების მძღოლებისათვის. სისტემა ირთვება ავტომატურად, როცა ქანობი შეადგენს, სულ მცირე, 3%; შემდეგ ის მუშაობს ავტომობილის შეკავებაზე მუხრუჭის აშვებიდან ორი წამის განმავლობაში და აძლევს მძღოლს დროს გადართოს სიჩქარე.

ჩვეულებრივ, გამოიყენება ავტომობილის აჩქარების პოტენციალის საზომად, ანუ რამდენად სწრაფად ავითარებს ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე (60 მილი/სთ) სიჩქარეს.


გვეხმარება დავიცვათ საგნები უკანა შესანახ სათავსოში.

იცავს ავტომობილის ძირითად ნაწილს დაზიანებისაგან შეჯახების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ბამპერები შეღებილია ავტომობილის კორპუსის ფერად.

გადასაწევი სახურავი, რომელიც აფარია საბარგულ სათავსს ხედვის არიდან მისი შიგთავსის დასაფარად და ჭარბი სიცხისაგან დასაცავად.

მიმაგრებულია ავტომობილის ფანჯრებზე ბარგის ზონის თავზე ჩრდილის შესაქმნელად.

ბენზინი, რომელიც ამერიკაში "გაზოლინის" ან "გაზის" სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს საწვავის ტიპს, რომელიც, დიზელის მსგავსად, გამოიყენება შიდა წვის ძრავებში. ბენძინის ძრავები ოდნავ განსხვავდება დიზელის ძრავებისაგან, რის გამოც დაუშვებელია დიზელის საწვავის ბენზინის ძრავში ჩასხმა და პირიქით. ბენზინი მიიღება ნედლი ნავთობის რაფინირებით.

ABS (ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა) პასიური უსაფრთხოების საშუალებაა. სამუხრუჭე პედალზე დაჭერისას ABS სრული ბლოკირების საშუალებას არ აძლევს ბორბლის მუხრუჭს. ნაცვლად ამისა, დამუხრუჭება უფრო პულსური ხასიათისაა და ხდება უსწრაფესი ინტერვალებით. ამით მნიშვნელოვნად მცირდება მოცურების რისკი და იზრდება საჭით მართვის შესაძლებლობა.

ბოთლების. რუკების და ცნობარების შესანახი სათავსები როგორც მძღოლის, ისე წინა მგზავრის კარზე.

ბორბლის დიამეტრი დიუმებში (1 დიუმი = დაახლოებით 2,5სმ), საიდანაც საბურავის შიდა კიდე ჯდება ბორბალზე. საბურავის კოდებზე ინფორმაციისათვის იხ. საბურავის ზომა.

არჩეული მოდელის მიხედვით, 12 ვ კვების როზეტები მოთავსებულია ავტომობილის წინა და/ან უკანა ნაწილში. გთხოვთ, გაეცნოთ აღჭურვილობისა და ფასების სიას ან ავტომობილის ცნობარს, მოდელის შესაბამისი მითითებების მისაღებად.


ადგენს გადაბრუნების საფრთხეს და ახდენს გადაბრუნების გადახრის კომპენსაციას განივი აჩქარების და ბორბლის ბრუნვის სიჩქარის სენსორების მეშვეობით. საჭიროებისამებრ, ARP ამუხრუჭებს შესაბამის ბორბალს სიჩქარის და გორვის მომენტის შესამცირებლად. პასიური უსაფრთხოების საშუალება.

ტყავით დაფარული სიჩქარეების ბერკეტი.

მილაკები გამოიყენება გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემებში ჰაერის მიწოდების და მოცილების მიზნით და მოთავსებულია ავტომობილის წინა და უკანა ნაწილებში.

ძრავის გამაგრილებლის ტემპერატურის მაჩვენებელი ხელსაწყო. გამაფრთხილებელი ნათურა მიუთითებს ან გამაგრილებლის გადახურებაზე ან რაოდენობის კლებაზე. ჩაუმატეთ ანტიფრიზთან შერეული წყალი. ჩვეულებრივ, ასეთი მზა ნარევი იყიდება.

ერთის (რაც უფრო გავრცელებულია) ნაცვლად გვაქვს გამობოლქვის ორი მილი. გამომდინარე კომპლექტაციიდან, ისინი შესაძლოა იყოს ქრომირებული ან გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის.

საზომი, რომელიც უჩვენებს ავტომობილის გარეთ ჰაერის ტემპერატურას.

საქარე მინა გათბობის ელემენტით ლღობის (ყინულის) გამარტივებისათვის.

შესაძლებელია დასაქოქი გასაღების ჩაკეცვა უფრო მცირე ზომამდე.

ყველა კარი შესაძლოა იქნას ბლოკირებული ან პირიქით მძღოლის ან წინა მგზავრის მხარეს საკეტში გასაღების გადატრიალებით.

იძლევა ავტომობილის ერთი შეხებით გაღების და ჩაკეტვის საშუალებას. სისტემა ასევე აღჭურვილია ავარიული ღილაკით, რომელიც რთავს სირენას, მოპარვისაგან დაცვას, დაქოქვის სიგნალს და სალონის განათებას. დამონტაჟებულია Volt.

დისტანციური ხელსაწყო, რომელიც დისტანციურად ააქტიურებს მანქანის ფუნქციებს, მათ შორის, რთავს კლიმატ-კონტროლს და ჩაჯდომისას სალონი უკვე გამთბარი ან გაგრილებულია. დამონტაჟებულია Volt.

დისტანციური ხელსაწყო, რომელიც დისტანციურად ააქტიურებს მანქანის ფუნქციებს, მათ შორის, რთავს კლიმატ-კონტროლს და ჩაჯდომისას სალონი უკვე გამთბარი ან გაგრილებულია. დამონტაჟებულია Volt.

ავტომობილისათვის მისაბმელად დასაშვები უმძიმესი ტრეილერი (საკუთარი სამუხრუჭე უნარით). გაწევის სიმძლავრე, ჩვეულებრივ, ეფუძნება ავტომობილის წონას პლუს მძღოლი წონით 70 კგ. დამატებითი მგზავრების და/ან ტვირთის წონა აკლდება ტრეილერის მაქსიმალურ წონას.

უმუხრუჭო წევის სიმძლავრე წარმოადგენს ავტომობილის წევის სიმძლავრეს, რომელზეც ჩაბმულია ტრეილერი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სამუხრუჭე სისტემა.

აქტიური უსაფრთხოების საშუალება, რომელიც წარმოადგენს გრეხაზე მომუშავე არმირებულ კოჭებს და ჩამონტაჟებულია წინა და უკანა კარში მგზავრების დასაცავად გვერდიდან დაჯახების შემთხვევაში.

ლონჟერონზე ჩამოცმული ძარის დამატებითი პანელის კოსმეტიკური დამატება ავტომობილისათვის უფრო სპორტული იერსახის მისაცემად.

შეგიძლიათ დისტანციურად დაარეგულიროთ გვერდითი სარკეები მძღოლისათვის ზუსტ კუთხემდე საუკეთესო ხედვის მისაღებად. ელექტრულად გამთბარი სარკე მალე იწმინდება გარეთ სისველის თუ სიცივის შემთხვევაში.

შეგიძლიათ დისტანციურად დაარეგულიროთ გვერდითი სარკეები მძღოლისათვის ზუსტ კუთხემდე საუკეთესო ხედვის მისაღებად. ელექტრულად გამთბარი სარკე მალე იწმინდება გარეთ სისველის თუ სიცივის შემთხვევაში. უცხო ფარის ნათება მცირდება ელექტროქრომული დამუქების მეშვეობით.

შეგიძლიათ დისტანციურად დაარეგულიროთ გვერდითი სარკეები მძღოლისათვის ზუსტ კუთხემდე საუკეთესო ხედვის მისაღებად. ელექტრულად გამთბარი სარკე მალე იწმინდება გარეთ სისველის თუ სიცივის შემთხვევაში. უცხო ფარის ნათება მცირდება ელექტროქრომული დამუქების მეშვეობით. ასევე შეგიძლიათ სარკეების დისტანციურად შეკეცვა ავტომობილის პარკირებისას მათ დასაცავად.

გვერდითი სარკეები - ელექტრონული რეგულირებით, გათბობით და მექანიკურად დასაკეცი


გამომდინარე ავტომობილის არჩეული კონფიგურაციიდან, უკანა ხედის სარკეები შესაძლოა იყოს როგორც შავი, ისე ავტომობილის კორპუსის, მათ შორის, მოსახვევის ციმციმას ფერის.

გვერდითი სარკეები მოხვევის ჩამონტაჟებული ციმციმებით.

შეგიძლიათ დისტანციურად დაარეგულიროთ გვერდითი სარკეები მძღოლისათვის ზუსტ კუთხემდე საუკეთესო ხედვის მისაღებად და დაკეცოთ ისინი უკან ავტომობილის პარკირებისას მათ დასაცავად.


მინა, რომელიც შეღებილია სპეციალურად მზის სიკაშკაშისაგან დასაცავად.

კვების როზეტი ავტომობილის ცენტრალურ კონსოლზე ელექტრონული ხელსაწყოების ჩართვის, მაგალითად დატენვისათვის.

შასის ქვედა მხარეს მოთავსებული ფოლადის, ალუმინის ან პლასტმასის ფარი მოწყვლადი ნაწილების (ზეთის ავზი, ტრანსმისია, დიფერენციალები და გამანაწილებელი კოლოფები) უგზოობის ნაწილაკებისაგან დასაცავად. ასევე ეძახიან რეზერვუარის ფარს.

მაქსიმალური ტვირთი, რომელიც დასაშვებია მოთავსდეს ავტომობილის ჭერზე მისი მდგრადობის დაცვით.

პასიური უსაფრთხოების საშუალება დაღმართზე სიჩქარის შემცირების სისტემა წარმოადგენს საშუალებას, რომელიც ეფუძნება ზოგიერთ ავტომობილში მძღოლის მიერ აქტივირებულ 4x4 ფუქნციას. დაღმართზე სიჩქარის შემცირების სისტემა (როგორც დასახელება გვიჩვენებს) გვეხმარება ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში ციცაბო დაღმართზე დაშვებისას.

სტარტის/გაჩერების სისტემა ამაღლებს საწვავის ხარჯის ეფექტურობას და ამცირებს ემისიებს ძრავის ქრობით, როცა ავტომობილი დგას უქმ გადაცემაზე, ხოლო ფეხი აღებულია კონუსიდან. კონუსის დაწოლისთანავე ძრავა კვლავ ამუშავდება. ითიშება ღილაკზე დაჭერით.

დიზელის ჭვარტლის ფილტრი (DPF) - ფილტრი, რომელიც აცილებს მცირე ნაწილაკებს დიზელის გამონაბოლქვს. ის არ უშვებს ამ ნაწილაკებს გამონაბოლქვს მილში. ფილტრი დროდადრო უნდა გაიწმინდოს ბლოკირებული ნაწილაკებისაგან.

ავტომობილის ბორბლები სხვადასხვა სიჩქარით, უმეტესად, მოსახვევში ბრუნავს. ამის საშუალებას დიფერენციალი გვაძლევს. დიფერენციალს დაზიანებისაგან გაგრილების სისტემა იცავს.

უკანა ბორბლის ბუქსაობის აღმოჩენის სისტემა, რომელიც იძლევა თოვლზე, ტალახში, სველ ქანობზე და ყინულზე წევის საშუალებას. თუ რომელიმე უკანა ბორბალს (მეორეს კი არ) გააჩნია წევა, ავტომობილის დაძვრის მიზნით მამოძრავებელი ძალა გადაეცემა წევის მქონე ბორბალს.

შემცირებული ინტენსივობის ლამპები ავტომობილის წინა მხარეს, რომლებიც ირთვება ავტომატურად ავტომობილის სიჩქარეში ჩაგდებისას. ისინი უფრო შესამჩნევს ხდის ავტომობილს დღის სხვადასხვა პირობებში, მათ შორის, ნისლში, წვიმაში, ბინდში თუ კაშკაშა მზეზე.

რეგულირდება რა მძღოლის მიერ გამგზავრების წინ, ის გაწვდით ინფორმაციას რამდენი მილი ან კილომეტრი გაიარეთ.


იზომება ლიტრებში და წარმოადგენს LPG საწვავის ავზის მაქსიმალურ ტევადობას.

LPG საწვავის მოხმარების კომბინირებული ზომა, გამოთვლილი წინასწარ განსაზღვრული ფორმულით ქალაქში და ქალაქგარეთ გადაადგილებისათვის, გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე ან მილი/გალონში (გაერთიანებული სამეფო, აშშ).

ქალაქგარეთ გადაადგილებისას მოხმარებული LPG საწვავის რაოდენობა, გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე.

ქალაქში გადაადგილებისას მოხმარებული LPG საწვავის რაოდენობა, გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე ან მილებში ერთ გალონზე (გაერთიანებული სამეფო, აშშ).

ავტომობილის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა, რომელიც ჩვეულებრივ იზომება გ/100 კმ-ში.

აზოტის ქვეჟანგის რაოდენობა, გაზომილი მილიგრამი ერთ კილომეტრზე. აზოტის ქვეჟანგი წარმოადგენს ავტომობილის გამონაბოლქვის დამაბინძურებელ აგენტს, რომელსაც ამცირებს კატალიზური ნეიტრალიზატორი.

ტერმინი "ცხენის ძალა" გვაბრუნებს ავტომობილიზმის წარსულში, როცა ავტომობილის სიმძლავრე ცხენის ძალით განისაზღვრებოდა. გამოიყენება რა დღესაც, ის უფრო ზუსტად მიუთითებს ავტომობილის სიმძლავრეს, ვიდრე ძრავის მოცულობა.

უკანა ფანჯრის ნისლსაწინააღმდეგო სისტემა, რომელშიც გამოყენებულია ელექტრულად გასათბობი ბადე მინიდან კონდენსატის მოსაცილებლად.

ჰაერის კონდიცირების რეგულირების სისტემის, რომელიც ზომავს და ინარჩუნებს ტემპერატურას ავტომობილის სალონში.

ესაა ხელის მუხრუჭის ალტერნატივა. ისევე, როგორც ტრადიციული ხელის მუხრუჭის შემთხვევაში, პარკირების ელექტრონული მუხრუჭი წარმოადგენს მეორად მუხრუჭს, რომელიც გამოიყენება ავტომობილის ადგილზე შესაკავებლად უმეტესად პარკირების დროს.

ემისიის ევროპული სტანდარტი განსაზღვრავს ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდული ახალი ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ლიმიტს.

რეალიზაციის პუნქტში ენერგიის მომხმარებელი ყველა აპარატისათვის (როგორიცაა მაცივარი, ტელევიზორი და სხვა) აუცილებელია სტანდარტული ენერგოეფექტურობის ეტიკეტები. აღნიშნული სია ასევე მოიცავს ავტომობილებს. არსებობს რეიტინგული კლასები A-დან G-მდე, სადაც A არის მაქსიმალური ენერგოეფექტურობა, G კი - მინიმალური. ეტიკეტები ასევე აწვდის სასარგებლო ინფორმაციას მომხმარებელს მოდელის არჩევისას.

ზედა გამანაწილებელი ლილვი (SOHC) გამოიყენება ძრავებისათვის ერთი გამანაწილებელი ლილვით, რომელიც ამუშავებს როგორც საწვავის მიმღებ, ისე გამობოლქვის სარქველებს

დაპროექტებულია სპორტული ავტომობილებისათვის; დინამიური სტაბილიზაციის სისტემა წარმოადგენს მდგრადობის კონტროლის სრულყოფილ სისტემას, რომელშიც გამოყენებულია სენსორები ავტომობილის ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემასთან ერთად სამუშაოდ.

პასიური უსაფრთხოების საშუალება BAS აანალიზებს მძღოლის სამუხრუჭე მოქმედებას და ავარიული სიტუაციის დადგენის შემთხვევაში ავტომატურად გადასცემს უფრო მეტ შემაჩერებელ ძალას, ვიდრე მძღოლების უმრავლესობა ასეთ სიტუაციებში.


ჩართვის შემდეგ სისტემა ავტომატურად თიშავს ზედა განათებას დღის შუქზე და რთავს ღამით ან სიბნელეში.

ხმოვანი სიგნალი, რომელიც შეგახსენებთ, რომ ზედა განათება კვლავაც ჩართულია. ირთვება გასაღების დასაქოქი ბუდიდან ამოღებისას.

ქრომის დეკორატიული რგოლი, რომელიც გარს ერტყმის წინა და უკანა ფარებს.

სისტემა, რომელიც აღიქვამს ბუნებრივი განათების დონეს და ავტომატურად რთავს ან გამორთავს პროჟექტორებს საჭიროებისამებრ.

სპეციალური პროჟექტორი, რომელიც აუმჯობესებს როგორც ღამით ხედვის არეს, ისე ავტომობილის იერსახეს.

"ქსენონ HID" განათების სისტემებში გამოყენებულია სპეციალური ქსენონით ავსებული კვარცის ნათურები. ისინი 3 მეტად კაშკაშაა სტანდარტულ ჰალოგენურ ნათურებზე. თითქმის თეთრი შუქი ასევე აუმჯობესებს ხილვადობას.

ასწორებს პროჟექტორების სხივების პროექციების კუთხეს ისე, რომ კომპენსირებული იყოს ავტომობილის სალონის დატვირთვა, რომელიც ზემოთ სწევს ავტომობილის წინა ნაწილს და პროჟექტორების სხივებს. რეგულირდება ხელით.

ზეთის შემცველი ძრავის შეზეთვის სისტემა მოთავსებულია ცალკე ზეთის ავზში და არა უფრო ფართოდ გავრცელებულ ზეთის ავზში. ეს იძლევა ძრავის შასიზე უფრო დაბლა განთავსების საშუალებას. ავტომობილის ექსპლუატაციისათვის ასევე სასარგებლოა ის, რომ ავტომობილის აჩქარების, დამუხრუჭების თუ მოხვევისას ადგილი აღარა აქვს ზეთის ნაკლებობას.


თავის ბალიში ან თავის მისაყრდნობი მიმაგრებულია სავარძლის ზემო ნაწილზე მგზავრის თავის უკან. მისი უპირველესი დანიშნულებაა ქნევითი ტრავმის ან კისრის სერიოზული ტრავმის პრევენცია უბედური შემთხვევისას.

სისტემა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს საკიდარს ავტომობილის ტვირთის შესაბამისად.


გვეხმარება მცირე საგნების უკანა შესანახ სათავსში დამაგრებაში და არ უშვებს მათ მიმოფანტვას.

ხალიჩის მოსახსნელი საფენები ავტომობილის სალონის ჭუჭყისაგან დასაცავად. იწმინდება მარტივად.

ფართო საგნის შესანახი სათავსი მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლებს შორის - ებჯინება სახელურს.

მართვის პანელის განათების სიკაშკაშის მარეგულირებელი ხელსაწყო.


შეგიძლიათ გვერდითი სარკეების ელექტრონულად რეგულირება მძღოლისათვის ზუსტ კუთხემდე საუკეთესო ხედვის მისაღებად, ან უკან დაკეცვა ავტომობილის პარკირებისას მათ დასაცავად.

სალონის წინა და უკანა სანათები, რომლებიც ირთვება კარის გახსნის და გაღებისას. ასევე საბარგულში, გამომდინარე მოდელიდან. სანათები ითიშება ავტომობილის დაქოქვისას ან ჩაკეტვისას.

ახდენს ბავშვის ან უკანა მგზავრის მიერ ავტომობილის უკანა კარის გაღების პრევენციას როგორც მოძრაობის, ისე დგომისას. საკეტი, ჩვეულებრივ, იკეტება კარის კიდეზე არსებული პატარა გადამრთველით, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ კარის გაღებისას.

გამომდინარე არჩეული მოდელიდან და კომპლექტაციიდან, კარის სახელურები ასევე შესაძლოა იყოს როგორც შავი, ისე ავტომობილის კორპუსის ფერის, ქრომირებული ან ალუმინით დაფარული.

წინა ბორბლების დაშორება არის მანძილი წინა მარცხენა და მარჯვენა ბორბლების ცენტრებს შორის. უკანა ბორბლების დაშორება არის მანძილი უკანა მარცხენა და მარჯვენა ბორბლების ცენტრებს შორის. ისინი მუდამ ტოლი არაა.

მანძილი მიწიდან ავტომობილის ძირის უდაბლეს წერტილამდე (ბორბლების გაუთვალისწინებლად). ასევე ცნობილია, როგორც "კლირენსი".

ავტომობილის მოძრაობის მიმართულების ციფრული წამკითხველი.

ფართო საგნის შესანახი სათავსი ჭიქების სადებთან ერთად მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლებს შორის - ებჯინება სახელურს.

სისტემა, რომელიც ახდენს ავტომობილის სიჩქარის ავტომატურ მონიტორინგს და ინარჩუნებს მას.

სისტემა, რომელიც ახდენს ავტომობილის სიჩქარის ავტომატურ მონიტორინგს, ასევე, ინარჩუნებს და ზღუდავს მას.

სიდიდე, რომელიც წარმოადგენს უდიდეს და უმცირეს სიმძლავრეებზე ძრავის წვის კამერის მოცულობების ფარდობას. დგუშური ძრავის შემთხვევაში ის წარმოადგენს დგუშის სვლის უდაბლეს წერტილში ცილინდრის და წვის კამერის მოცულობის და დგუშის სვლის უდაბლეს წერტილში წვის კამერის მოცულობის ფარდობას. თუ სვლის უმაღლეს წერტილში ცილინდრში არის 1000 კუბური მეტრი ჰაერი, კუმშვის კოეფიციენტი იქნება 10:1.


გამომდინარე შესაძენად სასურველი მოდელიდან, გთავაზობთ სხვადასხვა ფერის დეკორატიული ზოლებს, რომლებიც შესაძლოა მოთავსდეს ავტომობილის ექსტერიერზე.

ავტომობილის საფარი საღებავი, რომელიც შეიცავს ლაქსაც და განათების ამრეკლავ ლითონის ნაწილაკებსაც და იძლევა სხვადასხვა ვიზუალურ ეფექტს. ის შემოთავაზებულია, როგორც ერთგვაროვანი საღებავის ალტერნატივა, რომელიც არ მოიცავს ლითონის ამრეკლავ ნაწილაკებს.

ლუქი, რომელიც იღება/იხურება ჰორიზონტულად ელექტრონული გადამრთველის მეშვეობით.

ლუქი, რომელიც იღება/იხურება როგორც ჰორიზონტულად, ისე ვერტიკალურად ელექტრონული გადამრთველის მეშვეობით.

უსაფრთხოების საშუალება, რომელიც იცავს ავტომობილს ჩაკეტვისაგან, როცა გასაღები დაქოქვის ბუდეშია.


მგზავრის თავის თხემსა და ავტომობილის ჭერის შიდა კიდეს შორის მანძილის ზომა მილიმეტრებში მესამე რიგის სავარძლებისათვის (7-ადგილიან ავტომობილებში, როგორიცაა Orlando და Captiva).

მგზავრის თავის თხემსა და ავტომობილის ჭერის შიდა კიდეს შორის მანძილის ზომა მილიმეტრებში უკანა მგზავრისათვის.

მგზავრის თავის თხემსა და ავტომობილის ჭერის შიდა კიდეს შორის მანძილის ზომა მილიმეტრებში წინა მგზავრისათვის.

გაძლიერებული მართვა უფრო მარტივი და იოლი ხდება. კონტროლირებადი ძალა გადაეცემა მართვის მექანიზმს ისე, რომ მძღოლმა უნდა მიმართოს მხოლოდ ზომიერ ძალისხმევას. კონკრეტულად სასარგებლოა, როცა ავტომობილი დგას ან მოძრაობს ძალიან ნელა (მაგ. პარკირებისას).

საჭის მექანიზმი, რომელიც მოიცავს ბორბლების დამაკავშირებელ ჩარჩოსთან მიერთებულ კბილანას. საჭის ლილვით კბილანის ბრუნვისას ის ერთიდან მეორე მხარეს ამოძრავებს ჩარჩოს და აბრუნებს ბორბლებს. ჩარჩოსებური მართვა მთლიანობაში აუმჯობესებს მართვას და ამაღლებს მძღოლის კომფორტსა და კონტროლს.

ავტომობილის წინა და უკანა მხარეებზე მასის განაწილების აღწერის მიზნით ფიზიკასა და მექანიკაში გამოყენებული ტერმინი. ის უფრო ეფექტურად გამოსახავს იგივეს, რასაც წონის განაწილება მოცემულ შემთხვევაში.

ავტოსაგზაო ავტომობილის თუ ტრეილერის მაქსიმალური დასაშვები ერთიანი ტვირთი დატვირთულ მდგომარეობაში, ანუ თვით ავტომობილის წონას დამატებული საწვავის, მგზავრების და ტვირთის წონა.

კონკრეტული ავტომობილისათვის დასაშვები ტვირთის მაქსიმალური წონა.

წინა სავარძლები, რომლებიც იკეცება წინ, ტევადობის გაზრდის მიზნით.

აღარ ეძებთ სათვალეს მართვისას: ავტომობილში არის სპეციალური სათავსი, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი სათვალე (მზის).

გამომდინარე მოდელიდან, შეგიძლიათ დაუკვეთოთ ავტომობილი მისაბმელი კაუჭით, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიაბათ ტრეილერი ან ფურგონი.

"ამ ფართოდ გავრცელებულ კომბინაციაში დისკური მუხრუჭი მოთავსებულია ორ წინა ბორბალზე. დისკური მუხრუჭი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: ბორბალთან ერთად მბრუნავი ბრტყელი როტორული დისკისაგან და სტატიკური სუპორტისაგან. დამუხრუჭებისას სუპორტი აჭერს მის თერმომედეგ (ეს მნიშვნელოვანია ძლიერი ხახუნის გამო) სამუხრუჭე ხუნდებს მბრუნავი დისკის ორივე მხარეს, რითაც ანელებს/აჩერებს ბორბალს. ასეთი მუხრუჭი ასევე ნიავდება როგორც როტორის, ისე სუპორტის გაციების მიზნით. დოლური მუხრუჭი თავსდება უკანა ბორბლებზე. გამომდინარე დასახელებიდან, ირიბი დოლის ფორმის ლითონის ცილინდრი მიმაგრებულია ბორბლის შიდა ზედაპირზე და მასთან ერთად ბრუნავს. დამუხრუჭებისას მრუდე სამუხრუჭე ხუნდები ფრიქციული შემონაკერით აწვება დოლურას შიდა კიდეს ავტომობილის შესანელებლად."

იხ. ABS. 4-ბორბლიანი ABSს შემთხვევაში ტექნოლოგია გამოიყენება ოთხივე ბორბალზე და არამხოლოდ ორ წამყვან ბორბალზე (ასევე იხ. წინა წამყვანი ხიდი)

უცხო ფარის ნათება მცირდება ელექტროქრომული დამუქების მეშვეობით.

საინფორმაციო დისპლეი, რომელიც აწვდის მძღოლს ინფორმაციას, მათ შორის, გარე ტემპერატურაზე და გარბენზე. ასევე, აფრთხილებს მას, თუ ღიაა კარი ან საბარგული ან თუ მეტად მცირეა საწვავის რაოდენობა. დამოკიდებულია მოდელზე და კომპლექტაციაზე.


ნავთობის თხევადი გაზი (LPG), ბენზინის მსგავსად, ასევე მიიღება ნედლი ნავთობიდან და წარმოადგენს დუღილის დაბალი ტემპერატურის მქონე ნახშირწყალბადების ნარევს. იგი თხევადია სხვადასხვა გარემო ტემპერატურის პირობებში. LPG გაცილებით იაფია როგორც ბენზინზე, ისე დიზელზე, რაც ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს. LPG უსაფრთხო და მარტივია გამოყენებისას.

ავტომობილის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა, რომელიც ჩვეულებრივ იზომება გ/100 კმ-ში.

გამიზნულია ნისლში ან რთულ კლიმატურ პირობებში წინა განათების გაძლიერებისათვის.

ნისლსაწინააღმდეგო წინა ფარები უზრუნველყოფს ფართო, სვეტისებურ განათებას და, ჩვეულებრივ, დამიზნებული და დამონტაჟებულია ქვევით. ისინი გამიზნულია დაბალ სიჩქარეზე სავალი ნაწილის უკეთ განათებისათვის და გამოიყენება წვიმით, ნისლით, მტვრით თუ თოვლით გაუარესებული ხედვის პირობებში. ნისლსაწინააღმდეგო უკანა ფარები წითელია და გამიზნულია ავტომობილის სხვა მძღოლების მიერ უკნიდან დანახვის მაქსიმალურად გამარტივებისათვის.


აქტიური უსაფრთხოების საშუალება არატრავმული პედლის კვანძი (PRS) სტანდარტულია Chevrolet მოდელების უმეტესობისათვის. სერიოზული ფრონტალური შეჯახებისას კონუსის, მუხრუჭის და აქსელერატორის პედლებმა გაჭედვისას შესაძლოა სერიოზული ტრავმა მიაყენოს მძღოლს. PRS გულისხმობს, რომ პედლები თავისუფლდება მათი ფიქსირებული პოზიციებიდან.


საავტომობილო ინდუსტრიისათვის სტანდარტული ბავშვის უსაფრთხოების სავარძლის ფიქსატორები ავტომობილის უკანა გარე სავარძლებისათვის. იძლევა ბავშვის სავარძლის ავტომობილში მტკიცედ დამაგრების საშუალებას მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის.

მცირე საგნის შესანახი სათავსი წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ.

გამომდინარე მოდელიდან, სხვადასხვა შესანახი სათავსები ავტომობილის საბარგულში სხვადასხვა საგნების შესანახად.

გამომდინარე მოდელიდან, სხვადასხვა შესანახი სათავსები ავტომობილის საბარგულის ფსკერზე სხვადასხვა საგნების შესანახად.

ჩამალულია რა აუდიო სისტემის პანელის უკან, ის წარმოადგენს მცირე ზომის საგნების სათავსს. გამომდინარე არჩეული მოდელიდან და კომპლექტაციიდან, გააჩნია ინტეგრირებული USB/aux-in პორტით.

ავტომობილის საბარგულის გასახსნელი ელქტრომოტორი.

ავტომობილის უკანა კარის გაღების უფრო მარტივი მეთოდი - სენსორული პანელი იღება თითის ნაზად შეხებით.

შეგიძლია გააღოთ უკანა კარი სრულად ან გააღოთ მხოლოდ უკანა ფანჯრის სექცია. ეს ოფცია გააჩნია Captiva და გამოსადეგია, თუ უკვე შევსებულია დანარჩენი საბარგო სივრცე და გსურთ მასთან მიდგომა ან სხვა საგნების დამატება.

აღებს საბარგულს ავტომობილის შიგნიდან მძღოლის ახლო ღილაკის დაჭერით.

ბორბლის დიამეტრი დიუმებში (1 დიუმი = დაახლოებით 2,5სმ), საიდანაც საბურავის შიდა კიდე ჯდება ბორბალზე. საბურავების შეძენისას ისარგებლეთ კოდით, როგორიცაა "225/70R14". კოდის პირველი რიცხვი "225" უჩვენებს საბურავის სიგანეს მილიმეტრებში. "70" მიუთითებს პროფილის და სიგანის ფარდობას, რომელიც წარმოადგენს გვერდითა კედლის სიმაღლეს და გამოსახავს ნომინალური სიგანის პროცენტს. "R" უჩვენებს რადიალურობას (საბურავის კონსტრუქციის ტიპი). ბოლო "14" კი არის ფერსოს ზომა დიუმებში. წინა და უკანა საბურავის ზომა შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

თითოეულ ბორბალში არსებული სენსორი მიუთითებს, თუ საბურავი კარგავს ჰაერის წნევას და აცნობებს მძღოლს შეტყობინებით მძღოლის საინფორმაციო ცენტრში.

მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ ინდივიდუალურად ელექტრონულად დაარეგულირონ ჯდომის პოზიცია 4 სხვადასხვა რეჟიმში: გაწიონ სავარძელი წინ/უკან და აწიონ/დაწიონ საზურგე.

მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ ხელით დაარეგულირონ ჯდომის პოზიცია 6 სხვადასხვა რეჟიმში: გაწიონ სავარძელი წინ/უკან, აწიონ/დაწიონ საზურგე და დახარონ აწიონ/დაწიონ სავარძლის ბალიში.

მძღოლის სავარძელი ელექტრომოტორით, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლსაც და წინა მგზავრსაც მიიღონ დააყენონ სავარძლის 6 სხვადასხვა პოზიცია. გაწიონ სავარძელი წინ/უკან, აწიოს/დაწიონ სავარძლის ბალიში და გაწიონ წინ/უკან სავარძლის საზურგე.

მძღოლს შეუძლია ხელით დაარეგულიროს ჯდომის პოზიცია 8 სხვადასხვა რეჟიმში: გაწიოს სავარძელი წინ/უკან, აწიოს/დაწიოს საზურგე, გაწიოს წინ/უკან და აწიოს/დაწიოს სავარძლის ბალიში.

მძღოლის სავარძელს აქვს სახელური ხელის დასადებად, რაც უფრო კომფორტულს ხდის ხანგრძლივ მგზავრობას.

მძღოლს და/ან წინა მგზავრს შეუძლია ხელით დაარეგულიროს დაწოლა საზურგეზე (წელის მიდამოებში) მეტი კომფორტის და სიმყარისათვის.

უკანა სავარძლები შესაძლოა ჩაიკეცოს სატვირთო ტევადობის ზრდის მიზნით

მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ ხელით დაარეგულირონ ჯდომის პოზიცია 4 სხვადასხვა რეჟიმში: გაწიონ სავარძელი წინ/უკან და აწიონ/დაწიონ საზურგე.

სავარძლების 3 რიგის მქონე ზოგიერთ მოდელში მე-2 რიგი შეგიძლიათ გადმოკეცოთ წინ, რათა მგზავრს გაუადვილდეს მე-3 მოხვედრა ან სატვირთო ტევადობის გაზრდის მიზნით.

ჯდომის მოქნილი კონფიგურაცია 7-ადგილიანი ავტომობილებისათვის, როცა სავარძლების მესამე რიგი შესაძლოა გაიყოს შუაზე, რათა ერთ სავარძელზე დასვათ მგზავრი, მეორის სივრცე კი გამოიყენოთ ტვირთისათვის.

სავარძლების მე-3 რიგი შეიძლება გადმოიკეცოს წინ, სრულია ბრტყელი სატვირთო სივრცის მისაღებად.

პერფორირებული ტყავისაგან დამზადებული (მეტი მოჭიდებისა და სუნთქვისთვის) და სავარძლის ბალიშისა და წელის დამჭერის ელექტრონულად რეგულირებადი სისტემით აღჭურვილი სპორტული სავარძლები.

ჯდომის მოქნილი კონფიგურაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაკეცოთ როგორც ერთი, ისე ორი უკანა სავარძელი დიდი საგნების თუ მგზავრების გადასაყვანად.

სავარძლის შალითები ტყავისაა. გამომდინარე მოდელიდან/კომპლექტაციიდან, გაქვთ ფერის არჩევანი.

სავარძლის შალითები ნაწილობრივ ტყავის და ნაწილობრივ ქსოვილისაა. გამომდინარე მოდელიდან/კომპლექტაციიდან, გაქვთ ქსოვილის ფერის, დიზაინის და მასალის არჩევანი.

არჩეული მოდელიდან და კომპლექტაციიდან გამომდინარე, მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლები აღჭურვილია სავარძლის გათბობით, რომელიც რეგულირდება ინდივიდუალურად.

სავარძლის მეხსიერების პაკეტი იმახსოვრებს ელექტრონული სავარძლის, გარე სარკეების და ტელესკოპური საჭის ღერძის რამდენიმე "პოზიციას".

როცა ავტომობილის სავარძლები აღჭურვილია წელის დამჭერით და გვერდითი დამჭერი ბალიშით. გადამრთველები მოთავსებულია სავარძლის ბალიშის გარე კიდეზე. ელექტრონულად რეგულირებადი მოტორი ათავსებს სავარძელს სწორ პოზიციაში, ხოლო წელის დამჭერი არეგულირებს წელზე მოსულ ზეწოლას. გვერდითი დამჭერის გადამრთველი აახლოებს/აშორებს საზურგეს თქვენგან.

სათადარიგო ბორბლის და საბურავის კომპლექტი, რომელიც ინახება ავტომობილში საბურავის ჩაფუშვის შემთხვევისათვის - ჩვეულებრივ, ინახება საბარგულის ფსკერზე.

კომპაქტური სათადარიგო საბურავები უფრო პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი საბურავები, იწონის ნაკლებს და ნაკლებ ადგილს იკავებს საბარგულში. თუმცა, ისინი გამიზნულა არაა დიდ მანძილზე მოგზაურობისათვის და მათი უმეტესობა გამოიყენება 50 მილი/სთ (80 კმ/სთ) სიჩქარეზე. გთხოვთ, იხ. თქვენი ავტომობილის ცნობარი დამატებითი ინფორმაციისათვის.

დისტანციური მართვით მომუშავე ცენტრალური საკეტი, რომელიც აღებს ყველა კარს დისტანციურად გარდა უკანა კარისა, რომელიც იღება გასაღებით.

ბოჭკოვანი მასალების შემცველი მტვრის ფილტრი, რომელიც აცილებს ავტომობილის შიდა ჰაერიდან მყარ ნაწილაკებს.

ავტომობილში ერთი სავარძლის ჰორიზონტული ზომა მილიმეტრებში. სივრცე წინა და უკანა მგზავრის მხრის სიმაღლეზე, ჩვეულებრივ, სხვადასხვაა.

ავტომობილში მესამე რიგის ერთი სავარძლის ჰორიზონტული ზომა მილიმეტრებში.

კომპიუტერი მულტი-ფუნქციური დისპლეით; აწვდის მძღოლს სამოგზაურო ინფორმაციას, როგორიცაა გარბენი, მოგზაურობის დრო, საწვავის ხარჯი, საშუალო სიჩქარე, გავლილი მილები/კილომეტრები და დრო უკანასკნელი ჩამოყრიდან.

ავტომობილებში გამოყენებისათვის გამიზნული სატელიტური ნავიგაციის სისტემა. GPS-ის გამოყენებით ხელსაწყო ახდენს ავტომობილის მდებარეობის დადგენას და გირჩევთ საუკეთესო მარშრუტს დანიშნულების ადგილამდე თქვენი სურვილის და საგზაო ვითარების გათვალისწინებით.

ის, რასაც ხედავთ უკან ხედის სარკეში მოდის და პროექცირდება (და არა აირეკლება) უკან დამონტაჟებული კამერიდან. ავტომატური დამუქების ტექნოლოგია აღიქვამს ფარების შუქს და შესაბამისად ამუქებს სარკეს

საბარგული სივრცის ზომა ლიტრებში საბარგულის თარომდე ან ფანჯრის კიდემდე მეორე და მესამე რიგის სავარძლების (7-ადგილიან ავტომობილებში, როგორიცაა Orlando და Captiva) ჩაკეცვის და ჩალაგების შემთხვევაში.

საბარგული სივრცის ზომა ლიტრებში ჭერის კიდემდე მეორე და მესამე რიგის სავარძლების (7-ადგილიან ავტომობილებში, როგორიცაა Orlando და Captiva) ჩაკეცვის და ჩალაგების შემთხვევაში.

საბარგული სივრცის ზომა ლიტრებში საბარგულის თარომდე ან ფანჯრის კიდემდე მესამე რიგის სავარძლების (7-ადგილიან ავტომობილებში, როგორიცაა Orlando და Captiva) ჩაკეცვის და ჩალაგების შემთხვევაში.

საბარგული სივრცის ზომა ლიტრებში საბარგულის თარომდე ან ფანჯრის კიდემდე. ესაა სტანდარტული სიდიდე სავარძლების ჩაკეცვის გარეშე.

საბარგული სივრცის ზომა ლიტრებში საბარგულის თარომდე ან ფანჯრის კიდემდე უკანა სავარძლების ჩაკეცვის და ჩალაგების შემთხვევაში.

გამიზნულია საფერფლის ან მცირე ურნისთვის; გამომდინარე არჩეული მოდელიდან და კომპლექტაციიდან, წინა საფერფლეს შესაძლოა ჰქონდეს სანთებელა; საფერფლეები მოთავსებულია ავტომობილის წინა და/ან უკანა ნაწილში.

საქარე მინის საწმენდი აშორებს წვიმის წვეთებს და ნაგავს. სიჩქარე რეგულირებადია რამდენიმე მუდმივ მაჩვენებელზე და გამომდინარე არჩეული მოდელიდან, ხელმისაწვდომია, სულ მცირე, ერთი ან მეტი "წყვეტილი" რეჟიმიც.

თუ თქვენი ავტომობილი აღჭურვილია საქარე მინის საწმენდებით, რომლებსაც გააჩნია წვიმის სენსორი, უკანა მინის საწმენდები ავტომატურად უთანაბრებს სიჩქარეს წინა საწმენდებს.

საქარე მინის ელექტრონული საწმენდი სისტემა, რომელიც ირთვება მინაზე წყლის აღმოჩენისას და ითიშება მისი მოცილების შემდეგ.

ხსნის საწვავის ფილტრის კარს შიგნიდან.

იზომება ლიტრებში და წარმოადგენს საწვავის ავზის მაქსიმალურ ტევადობას.

ავზში დარჩენილი საწვავის რაოდენობის მაჩვენებელი ხელსაწყო. გამაფრთხილებელი ნათურა იწყებს ციმციმს საწვავის რაოდენობის მეტად შემცირებისას.

საწვავის მოხმარების კომბინირებული ზომა, გამოთვლილი წინასწარ განსაზღვრული ფორმულით ქალაქში და ქალაქგარეთ გადაადგილებისათვის, გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე ან მილი/გალონში (გაერთიანებული სამეფო, აშშ).

LPG საწვავის მოხმარების კომბინირებული ზომა, გამოთვლილი წინასწარ განსაზღვრული ფორმულით ქალაქში და ქალაქგარეთ გადაადგილებისათვის, გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე ან მილი/გალონში (გაერთიანებული სამეფო, აშშ).

ქალაქში გადაადგილებისას მოხმარებული საწვავის რაოდენობა გამოსახული ლიტრებში 100 კილომეტრზე ან მილებში ერთ გალონზე (გაერთიანებული სამეფო, აშშ).

ტყავით დაფარული საჭე, რომელიც მოხერხებულია ხელისათვის განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას.

ტყავით დაფარული საჭე აუდიო სისტემის ინტეგრირებული მართვით.

უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის მართვას, რადგან მძღოლს აღარ აქვს საჭიროება იყუროს აქეთქით და ცვალოს სადგურები, დაარეგულიროს ხმა და ცვალოს აუდიო-რეჟიმი, ასევე, მოდელის და კონფიგურაციის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია უპასუხოს ტელეფონს ჩართული Bluetooth-ით.

საჭის მექანიზმი, რომელიც მოიცავს ბორბლების დამაკავშირებელ ჩარჩოსთან მიერთებულ კბილანას. საჭის ლილვით კბილანის ბრუნვისას ის ერთიდან მეორე მხარეს ამოძრავებს ჩარჩოს და აბრუნებს ბორბლებს. ჩარჩოსებური მართვა მთლიანობაში აუმჯობესებს გზის შეგრძნებას ტრასაზე მოძრაობისას.

საშუალებას აძლევს მძღოლს დაარეგულიროს საჭის დახრის კუთხე პირადი კომფორტის შესაქმნელად.

საშუალებას აძლევს მძღოლს დაარეგულიროს საჭის სიმაღლე/დაშორება და დახრის კუთხე, პირადი კომფორტის შესაქმნელად.

საშუალებას აძლევს მძღოლს დაარეგულიროს საჭის სიმაღლე და დაშორება, პირადი კომფორტის შესაქმნელად.

საშუალებას აძლევს მძღოლს ელექტრონულად დაარეგულიროს საჭის სიმაღლე და დაშორება პირადი კომფორტის შესაქმნელად.

მანძილი, რომლითაც გადაადგილდება დგუში ქვედა უძრავი წერტილიდან (BDC) ზედა უძრავ წერტილამდე (TDC) ცილინდრში მოძრაობისას.

არის გვერდებს შორის მანძილი გვერდითი სარკეების სიგრძის ჩათვლით ან მათ გარეშე.

ავტომობილის სრული სიგრძე წინა ბამპერის უწინარესი წერტილიდან უკანა ბამპერის უშორეს წერტილამდე.

მესამე რიგში მჯდომი მგზავრის ფეხების ადგილის სივრცის ზომა მილიმეტრებში (7-ადგილიან ავტომობილებში, როგორიცაა Orlando და Captiva) .

უკანა მგზავრის ფეხების ადგილის სივრცის ზომა მილიმეტრებში.

წინა მგზავრის ფეხების ადგილის სივრცის ზომა მილიმეტრებში.

არის სიმაღლე ავტომობილის თხემიდან ძირამდე ჭერის საბარგული სიმაღლის ჩათვლით ან მის გარეშე.

ჯდომის სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი უსაფრთხოების ღვედები. მოდელის მიხედვით შესაძლოა იყოს მძღოლის და/ან მგზავრისათვის.

საჭის გაძლიერებული მართვის ტიპი, რომელიც საჭიროებს მცირე ძალისხმევას დაბალ სიჩქარეზე და მზარდ ძალისხმევას მაღალ სიჩქარეზე, რითაც მძღოლი უფრო რეალურად აღიქვამს გზას. ასევე იხ. ჰიდრავლიკური მართვა.

მართვის გაძლიერების განახლებული ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს თანამიმდევრულად ხელით გადართოს სიჩქარე საჭეზე მოთავსებული ნიჩბისებური გადაცემების გადამრთველით. მონტაჟდება სარბოლო და სპორტულ ავტომობილებში.

რამდენადაც ხანდახან მნიშვნელოვანია ESC-ის გამორთვა (მაგ. თოვლში მგზავრობისას), ზოგიერთი ავტომობილი აღჭურვილია მართვის პანელზე მოთავსებული ჩართვა-გამორთვის ღილაკით.

პასიური უსაფრთხოების საშუალება ESC წარმოადგენს კომპიუტერიზებულ ტექნოლოგიას, რომელიც აუმჯობესებს ავტომობილის სტაბილურობას მოცურების დადგენის და მინიმიზაციის გზით. საჭის მორჩილების შესუსტების დადგენისას სისტემა ავტომატურად რთავს მუხრუჭს ავტომობილის საჭირო მიმართულებით "მისამართად". სამუხრუჭე ქმედება სრულდება ყველა ბორბლისათვის ცალკე - წინა გარე ბორბალზე ჭარბი, უკანა შიდაზე ბორბალზე კი არასაკმარისი ძალისხმევის საკომპენსაციოდ. მოკლედ, ის გვეხმარება კონტროლის დაკარგვის შემცირებაში.

იზომება კილოგრამებში და წარმოადგენს ცარიელი ავტომობილის ერთიან წონას.


ასევე ცნობილი, როგორც ბრუნების მრიცხველი, ტახომეტრი აცნობებს მძღოლს ძრავის ბრუნების სიჩქარეს წუთში და გვეხმარება ოპტიმალური ბრ/წთ მოძრაობაში (გადაცემების ცვლის გზით). გამომდინარე არჩეული მოდელიდან, ტახომეტრი მოთავსებულია მართვის პანელზე ან მის მახლობლად ან საქარე მინის პროექციულ მართვის პანელზე.

გადასახსნელი ჭერის მქონე Corvette და Camaro შემთხვევაში ესაა ტვირთის მოცულობა, რომელიც დასაშვებია გადაზიდოთ გადახსნილი ჭერის პირობებში.

გადასახსნელი ჭერის მქონე Corvette და Camaro შემთხვევაში ესაა ტვირთის მოცულობა, რომელიც დასაშვებია გადაზიდოთ აწეული ჭერის პირობებში.

მზის შუქის რეგულირების, კლიმატური პირობებისაგან დამატებითი დაცვის, პირადობის დაცვის და დეკორატიული ფანჯრის საფარი.

4-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. არ გჭირდებათ სიჩქარის ხელით გადართვა. შედეგად, არ გაქვთ კონუსის დისკო. უბრალოდ, ჩააგდეთ ავტომობილი სიჩქარეში.

5-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. არ გჭირდებათ სიჩქარის ხელით გადართვა. შედეგად, არ გაქვთ კონუსის დისკო. უბრალოდ, ჩააგდეთ ავტომობილი სიჩქარეში.

5-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია. ევროპაში გაყიდული ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია მექანიკური ტრანსმისიით. ეს ნიშნავს, რომ მძღოლი რთავს სიჩქარეებს კონუსის დისკოს გამოყენებით, რათა ამორთოს ძრავი გადაცემათა ბერკეტით სხვა სიჩქარეზე გადასვლისას.

6-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. არ გჭირდებათ სიჩქარის ხელით გადართვა. შედეგად, არ გაქვთ კონუსის დისკო. უბრალოდ, ჩააგდეთ ავტომობილი სიჩქარეში.

6-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. არ გჭირდებათ სიჩქარის ხელით გადართვა. შედეგად, არ გაქვთ კონუსის დისკო. უბრალოდ, ჩააგდეთ ავტომობილი სიჩქარეში.


სისტემა, რომელშიც გამოყენებულია უკანა ბამპერზე მოთავსებული ზებგერითი სენსორები უკუსვლისას სტაციონარული ობიექტების ამოსაცნობად ავტომობილის უკან 2,5 მეტრ მანძილამდე. აუდიო სიგნალი გაფრთხილებთ ობიექტების სიახლოვეზე და გეხმარებათ თავიდან აიცილოთ არასასურველი შეჯახება პარკირებისას.

მძღოლის და წინა მგზავრის საზურგეებზე მოთავსებული შესანახი ჯიბეები. იდეალურია წიგნების და ჟურნალებისათვის.

სახელური და მცირე საგნის შესანახი სათავსი ორ უკანა სავარძელს შორის.

სპორტული ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია წინა და უკანა სპოილერებით აეროდინამიური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად ავტომობილის გარშემო ჰაერის ნაკადების ოპტიმიზაციის გზით. სპოილერის ზომა და ფერი, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს თქვენს მიერ არჩეული კომპლექტაციის დონეზე.

უკანა ფანჯრის ელექტრონული საწმენდი შეგიძლიათ ჩართოთ ხედვის გასაუმჯობესებლად.

უკანა ფანჯრის ელექტრონული საწმენდი შეგიძლიათ ჩართოთ სხვადასხვა სიჩქარეზე ხედვის გასაუმჯობესებლად.

ავტომობილის პერსონალიზაციის საშუალება ავტომობილის უკანა ფარებზე მუქი ფერების დატანით. რეგულირდება ევროპის კანონმდებლობით.

სპეციალური სარკე ფართო კუთხის ლინზებით, რომელიც მოთავსებულია უკანა ხედის სარკის თავზე და საშუალებას აძლევს მძღოლს უყუროს მგზავრებს უკანა ნაწილში მართვისას შემობრუნების გარეშე.

სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს დაინახოს სტაციონარული ობიექტები ნავიგაციურ ეკრანზე, როცა უახლოვდება მათ დაბალ სიჩქარეზე უკუსვლისას.

იხ. უკანა პარკირების ზებგერითი ასისტენტი. სენსორები ჩასმულია ბამპერში, რომელიც ავტომობილის კორპუსის ფერშია შეღებილი.


ღილაკის ერთი დაჭერით ფანჯარა იხსნება ან იხურება სრულად.

ღილაკის ერთი დაჭერით ფანჯარა იხსნება სრულად.

მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ უკანა ფანჯრების ელექტრონულად აწევა და ჩაწევა.

მძღოლს და წინა მგზავრს შეუძლიათ წინა ფანჯრების ელექტრონულად აწევა და ჩაწევა.

გვერდითი ფანჯრის ქვედა ნაწილზე მოთავსებული ქრომის დეკორატიული ზოლი.

სასმელების კონტეინერის სადგამი. ჩვეულებრივ, განლაგებულია ცენტრალური პულტის ზონაში. გამომდინარე კომპლექტაციის დონიდან, ასევე შესაძლოა იყოს ავტომობილის უკანა ნაწილშიც.


უჟანგავი ფოლადის ფარი, რომელიც გვეხმარება კარის ზღურბლის დაცვაში ჩაჯდომისას და გადმოსვლისას.


მანძილი ავტომობილის წინა და უკანა ღერძებს შორის.

3-კონტაქტიანი უსაფრთხოების ღვედები გადმოდის მხარზე და გადის მუცელზე.

აქტიური უსაფრთხოების საშუალება; უსაფრთხოების ღვედების დაჭიმვის სისტემა აქტიურდება შეჯახების შემთხვევაში ახდენს რა ღვედების მოჭერას წამის მეათედებში. ეს ამცირებს ღვედის მოშვებას და ეხმარება მგზავრებს თავის შეკავებაში.

მართვის პანელზე მოთავსებული ინდიკატორისა და ზუმერის თუ ზარის მომცველი აუდიოვიზუალური შეხსენების სისტემა, რომელიც შეახსენებს მძღოლს და/ან მგზავრს შეიკრან ღვედები.


ორმაგი გამანაწილებელი ლილვი (DOHC), ასევე ცნობილი, როგორც "ტყუპი გამანაწილებელი ლილვი", გამოიყენება ძრავებისათვის ორი გამანაწილებელი ლილვით ცილინდრების თავზე. ერთ-ერთი ლილვი ამოძრავებს საწვავის მიმღებ სარქველებს, მეორე კი - გამობოლქვის სარქველებს. ძრავა DOHC-ით მიჩნეულია დახვეწილად და ეფექტურად და Chevrolet მოდელების უმეტესობა აღჭურვილია ასეთი ძრავით.

საქარე მინის ზემოთ ჩახრახნილი საჩრდილობელი, რომელიც შესაძლოა ჩამოიწიოს მძღოლის ან წინა მგზავრის თვალის მზის შუქისაგან დასაცავად; მგზავრის საჩრდილობელს მოყვება კოსმეტიკური სარკე განათებით.

საქარე მინის ზემოთ ჩახრახნილი საჩრდილობელი განათებული კოსმეტიკური სარკით, რომელიც შესაძლოა ჩამოიწიოს მძღოლის ან წინა მგზავრის თვალის მზის შუქისაგან დასაცავად.

საქარე მინის ზემოთ ჩახრახნილი საჩრდილობელი, რომელიც შესაძლოა ჩამოიწიოს მძღოლის ან წინა მგზავრის თვალის მზის შუქისაგან დასაცავად; მგზავრის საჩრდილობელს მოყვება კოსმეტიკური სარკე.

საქარე მინის ზემოთ ჩახრახნილი საჩრდილობელი კოსმეტიკური სარკით, რომელიც შესაძლოა ჩამოიწიოს მძღოლის ან წინა მგზავრის თვალის მზის შუქისაგან დასაცავად.


წონის შესამცირებლად შასი დამზადებულია ალუმინისაგან, რომელიც მსუბუქი ლითონია.


ავტომობილის გარედან დისტანციური მართვით მომუშავე ცენტრალური საკეტი, რომელის ასევე დამოუკიდებლად აღებს უკანა კარს.

ცილინდრები, ჩვეულებრივ, შეიცავს დგუშებს, რომლებიც ავტომობილის წვის კამერების ქვემოთაა მოთავსებული. ცილინდრები დასაშვებია განლაგდეს სხვადასხვა კონფიგურაციით: როგორც "V" ფორმით, როცა ცილინდრები დაწყვილებულია, ან "რიგში", როცა ისინი მიმდევრობითაა განლაგებული. როცა გესმით გამოთქმა "V8 ძრავა", იგულისხმება, რომ მას გააჩნია ცილინდრების ოთხი წყვილი. რიგში თუ "პირდაპირ" გულისხმობს, რომ ცილინდრები თითო-თითოდაა მოთავსებული.

ფარავს რადიატორს, თუმცა ატარებს ჰაერს ძრავის გასაციებლად (Volt ცხაური დახურულია). გამომდინარე არჩეული მოდელიდან და კომპლექტაციიდან, ცხაური შესაძლოა იყოს როგორც კორპუსის ფერის, ისე შავი ან ქრომის არშიით.


ჰიდრავლიკური მართვის მსგავსად, თუმცა, არა ჰიდრავლიკური წნევის ხარჯზე, მობრუნების ძალისხმევა განისაზღვრება ელექტრომოტორით, მომენტის სენსორით, ელექტრონული კონტროლის მოწყობილობის და დიაგნოსტიკის სისტემის მეშვეობით, რითაც კომპენსირდება არასაკმარისი მასა და სივრცე. ცვლადი ძალისხმევა უზრუნველყოფს გაძლიერებულ საჭით მართვას ცვალებად სიჩქარეზე: ძალისხმევის გარეშე პარკირება, თუმცა გზის უკეთ შეგრძნობა ტრასაზე მოძრაობისას.

ძრავის ზეთის გაგრილების სისტემა - გამოიყენება ავტომობილის შიდა წვის ძრავის სხვა ნაწილების გაგრილებისთვის, როგორიცაა ბარბაცა, მუხლა ლილვი, საკისრები, დგუშები და სხვა.


ესაა ავტომობილის ძრავის სიმძლავრის საზომი. ესაა სივრცული მოცულობა, რომელშიც მოძრაობს ცილინდრის დგუში და რომელიც იზომება კუბურ სმ-ში. მაგალითად, ავტომობილი ხშირად არის 1600 კუბური სმ (1,6 ლიტრი) ან 1800 კუბური სმ (1,8 ლიტრი) სიმძლავრის.

რუკების და ცნობარების შესანახი სათავსები როგორც მძღოლის, ისე წინა მგზავრის კარზე.


ორი პარალელური რელსის კომპლექტი, რომელზეც მაგრდება სხვა სპეციალური საბარგული, მაგ. ველოსიპედის, თხილამურების და სხვა საბარგული. გამომდინარე ავტომობილის არჩეული კომპლექტაციიდან, რელსები შესაძლოა იყოს შავი ან ვერცხლისფერი.


ხელთათმანების თარო ზემოთ მოთავსებული მცირე სათავსი მცირე საგნების შესანახად საკმარისი ადგილით. სათავსში არის პორტი MP3-პლეერის ავტომობილის აუდიო სისტემაში ჩართვისათვის.

გამომდინარე მოდელიდან და კომპლექტაციიდან, დასაკეტი ხელთათმანების თარო შიდა განათებით.

ინტერიერის უმთავრესი ელემენტი - საერთო ლურჯი განათება აუმჯობესებს სხვადასხვა ციფერბლატის და ღილაკის იერსახეს მართვის პანელზე.


იძლევა სასურველი ტემპერატურის დაყენების საშუალებას (გამომდინარე შერჩეული მოდელიდან დამოუკიდებლად მძღოლისა და მგზავრისათვის). კონკრეტული ტემპერატურის დაყენების შემდეგ ის მუდმივად შენარჩუნდება სალონში და ხელახლა მისი რეგულირება აღარაა საჭირო.

ჰაერის ხარისხის სენსორი აკონტროლებს ავტომობილში ჰაერის სისუფთავეს.

არეგულირებს ტემპერატურას, სინესტეს, სისუფთავეს და მოძრაობას, ხოლო AQS-ის გამოყენებისას, ავტომობილში ჰაერის სისუფთავესაც. ტემპერატურა რეგულირდება ხელით.

ზრდის მძღოლის ძალისხმევას მუხრუჭის პედალზე ჰიდრავლიკური წნევით. აქტიური უსაფრთხოების საშუალება, რომელიც ამოქმედდება ავარიულ სიტუაციაში.