დახვეწილი, კომპაქტური სედანი

4-კარიანი Chevrolet Aveo ისეთი თვისებებით და ხარისხით გამოირჩევა, როგორსაც ”შევროლესგან” ელით: აქვს მოხდენილი დახვეწილი დიზაინი, სპორტული ნიჭი, რაც მისი სტაბილური ძარის დამსახურებაა, გამოირჩევა საწვავის დაბალი ხარჯით, მრავალმხრივობითა და რათქმაუნდა, უსაფრთხოების მაღალი დონით (5 ვარსკვლავი Euro NCAP-ისგან). Aveo-ს სახით თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გადაიხდით, რადგან ესარის კომპაქტური მანქანა, რომლისთვისაც არ არსებობს კომპრომისები. აღმოაჩინეთ ეს ავტომობილი აქ.



ოთხ თვალზე შემდგარი სრულყოფილება

Aveo დახვეწილი, სრულყოფილიდა გონიერი ავტომობილია. გარეგნულად ბრწყინვალე მოხდენილი, თავდაჯერებული სტილით გამოირჩევა, ინტერიერში კი ხარისხიანი მასალების ინტელექტუალურ შესრულებასთან ერთად, შთამბეჭდავ მახასიათებლებს შეხვდებით. არ უნდა დაგვავიწყდეთ ისიც, რომ Aveo-ში ხუთი მგზავრი კომფორტულად თავსდება. ჩვენი აზრით, Aveo იმის გამოც შეგიყვარდებათ, რომ გამორჩეული ავტომობილია, რომელიც სხვა მანქანაში არავის აერევა. ამის კარგი მაგალითია მოტოციკლის სტილში ინსპირირებული წინა მაშუქები, რომლებიც მილებშია მოთავსებული და ბრწყინვალე შავ დამჭერებთან ერთად, ყურადღებას ქრომირებული რგოლებითაც იპყრობს. ავტომობილის მოხდენილიდი ზაინის მომდევნო მნიშვნელოვანი დეტალი თვლების მკვეთრად გამოხატული თაღებია, უკანა მაშუქების ბრწყინვალე და თანამედროვე შესრულება კი მანქანას დამატებით პეწს მატებს. დიახ, თქვენ ის შეგიყვარდებათ!

ინტერიერის დამუშავება და ტევადობა

წინა
მომდევნო

გააღეთ ნებისმიერი Aveo-ს კარი და მისი ინტერიერით მაშინვე მოიხიბლებით.

მას ზუსტად ისეთი მახასიათებლები აქვს, როგორსაც თქვენ ითხოვთ: გამორჩეული, პრაქტიკული სტილი; ჭკვიანურად მოფიქრებული და შესრულებული სათავსოები; დიდი სივრცე 502-ლიტრიან საბარგულთან ერთად და  რაც მთავარია, მდიდარი სტანდარტული კომპლექტაცია.

სასიამოვნო მართვადობა, საწვავის დაბალი ხარჯი

როგორც წესი, კარგი სიმძლავრე და ეკონომიურობა ერთად გამორიცხულია.

ამასთან, Aveo-ზე მუშაობისას ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს იყო, რადგან ვიცით, რომ თქვენთვის ეკონომიურობაც და სიმძლავრეც მნიშვნელოვანია.

ხელმისაწვდომია ბენზინის ძრავები: 1,2-ლიტრიანი აგრეგატის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 5,1 ლიტრია, გამონაბოლქვი კი - მხოლოდ 119 გრამი კილომეტრზე.

დამატებითი ინფორმაცია ძრავების შესახებ იხილეთ Aveo -ს ტექნიკური მონაცემების გვერდზე.

წინა
მომდევნო

გაუმჯობესებული უსაფრთხოება

ავტომობილისგან თქვენ მაღალი დონის უსაფრთხოებასაც ელოდებით და ჩვენ ამაზეც ვზრუნავთ! Aveo-ს ზოგიერთ ვერსიას სტანდარტულად მოყვება 6 აირ ბალიში (LT და LTZ კომპლექტაციებში). ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS) მუხრუჭის ასისტენტით და ბავშვის სავარძლების და მაგრების ISOFIX სისტემა კი ნებისმიერ ვერსიაში სტანდარტულია.

Aveo-ს ხისტი ძარა არამარტო მანევრულობას უზრუნველყოფს, არამედ გაუმჯობესებული უსაფრთხოების ერთ-ერთი მიზეზიცაა: ავარიის შემთხვევაში სახურავი ავტომობილის ფაქტობრივ წონაზე 4,2-ჯერ მძიმე დაწოლას აიტანს. Aveo-ს ძარაში გამოყენებული ფოლადი ინტერიერში მსხდომთ მაქსიმალურად დაიცავს.

წინა
მომდევნო

სპეციალური მაშუქები სახელწოდებით ”მიმაცილე სახლამდე”

როცა სახლში გვიან მიხვალთ, ე.წ." Follow-me-home" მაშუქები (Follow-me-home - ”მიმაცილე სახლამდე”) ჩართული დარჩება, რათა კარამდე გზა გაგინათოთ, მერე კი ავტომატურად გაითიშება.