სპორტული ჰეჩბექი, რომელიც მზადაა, გაალამაზოს თქვენი ცხოვრება

როცა საქმე მცირე ზომის ჰეჩბექებს ეხება, Chevrolet Aveo-ს იგნორირება ძნელია: მოხდენილი დიზაინი, სპორტული ნიჭი, შთამბეჭდავი ეკონომიურობა, მრავალმხრივობა და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მაღალი რეიტინგი (5 ვარსკვლავი Euro NCAP-ისგან).  Aveo-ს სახით თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე გადაიხდით, რადგან ეს არის კომპაქტური მანქანა, რომლისთვისაც არ არსებობს კომპრომისები. აღმოაჩინეთ ეს ავტომობილი აქ.

დიდსივრციანი, სასიამოვნო ინტერიერი

გააღეთ ნებისმიერი Aveo-ს კარი და მისი ინტერიერით მაშინვე მოიხიბლებით.

მას ზუსტად ისეთი მახასიათებლები აქვს, როგორსაც თქვენ ითხოვთ: გამორჩეული, მაგრამ პრაქტიკული სტილი; ჭკვიანურად მოფიქრებული და შესრულებული სათავსოები; დიდი სივრცე და, რაც მთავარია, მდიდარი სტანდარტული კომპლექტაცია.

აქ შეხვდებით ინოვაციურ-გასართობ სისტემას, Chevrolet MyLink-საც, რომელსაც პარკირების უკანა კამერაც აქვს. MyLink სტანდარტულია LTZ კომპლექტაციაში, ხოლო LT კომპლექტაციაში კი დამატებითი ვარიანტის სახითაა ხელმისაწვდომი.

წინა
მომდევნო

სასიამოვნო მართვადობა და საწვავის დაბალი ხარჯი

წინა
მომდევნო

როგორც წესი, კარგი სიმძლავრე და ეკონომიურობა ერთად გამორიცხულია.

ამასთან, Aveo-ზე მუშაობისას ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ეს იყო, რადგან ვიცით, რომ თქვენთვის ეკონომიურობაც და სიმძლავრეც მნიშვნელოვანია.

ხელმისაწვდომია ბენზინის 2 ძრავა: 1,4-ლიტრიანი აგრეგატი მექანიკური ტრანსმისიით გამოყოფს მხოლოდ 136 გრამ CO2-ს კილომეტრზე. გამოირჩევა საწვავის შთამბეჭდავად დაბალი ხარჯით (5,7 ლ/100კმ-ზე).

დამატებითი ინფორმაცია ძრავების შესახებ  იხილეთ  Aveo-ს ტექნიკური მონაცემების გვერდზე.

სრული სიამოვნება მართვისას
მიიღეთ ნამდვილი სიამოვნება ქალაქში

ავტომობილისგან თქვენ მაღალი დონის უსაფრთხოებასაც ელით და ჩვენ ამაზეც ვზრუნავთ! Aveo-ს ზოგიერთი ვერსია ხელმისაწვდომია 6 აირბალიშით (LT და LTZ კომპლექტაციები). 4-არხიანი ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS) და ბავშვის სავარძლების დამაგრების ISOFIX სისტემა კი ნებისმიერ ვერსიაში სტანდარტული ოფციაა.

Aveo-ს ხისტი ძარა არამარტო მანევრულობას უზრუნველყოფს, არამედ გაუმჯობესებული უსაფრთხოების ერთ-ერთი მიზეზიცაა: ავარიის შემთხვევაში სახურავი ავტომობილის ფაქტობრივ წონაზე 4,2-ჯერ მძიმე დაწოლას აიტანს. Aveo-ს ძარაში გამოყენებული ფოლადი ინტერიერში მსხდომთ მაქსიმალურად იცავს.

სპეციალური მაშუქები სახელწოდებით ”მიმაცილე სახლამდე”

როცა სახლში გვიან მიხვალთ, ე.წ." Follow-me-home" მაშუქები (Follow-me-home - ”მიმაცილე სახლამდე”) ჩართული დარჩება, რათა კარამდე გზა გაგინათოთ, მერე კი ავტომატურად გაითიშება.

 

წინა
მომდევნო