SUV, რომელიც მზადაა ყველაფრისთვის

Captiva ოჯახის ავტომობილია, რომელიც მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის. მრავლისმეტყველი ხაზები და განახლებული დიზაინი ავტომობილის ელეგანტურობასთან ერთად, მის სიმძლავრესა და მიზანსაც ზუსტად გამოხატავს. ეს რაც შეეხებოდა გარეგნობას, შიგნით კი, Captiva პრაქტიკული და მრავალმხრივია - ეს არის 7-ადგილიანი ავტომობილი, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. აღმოაჩინეთ Captiva აქ.

შექმნილია შთაბეჭდილების მოსახდენად

კაპოტის ქვეშ განთავსებული მძლავრი აგრეგატები Captiva-ს ექსტერიერის დიზაინის მიზანმიმართულ ბუნებას გამოხატავს. ჩვენს მიერ მიღებულ თითოეულ დიზაინერულ გადაწყვეტილებას (ავიღოთ თუნდაც დიოდური (LED) სტოპ-მაშუქები უკან) მივყავართ ავტომობილამდე, რომელიც ყველგან ყურადღების ცენტრში ექცევა - ეს არის მანქანა, რომელიც არა მარტო შთამბეჭდავად გამოიყურება, არამედ შთამბეჭდავადაც დადის.

განსაცვიფრებელი ინტერიერი

წინა
მომდევნო

Captiva-ს სავარძლების სამი რიგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 მგზავრის ან ბევრი ბარგის ტრანსპორტირება შეუძლია. მძღოლი და წინა მგზავრი ორზონიანი კლიმატკონტროლით სარგებლობენ. ასე რომ, სალონში იდეალური კომფორტია.

თუმცა თქვენ მხოლოდ გაგრილება როდი გჭირდებათ - Captiva-ში ხელმისაწვდომია წინა და მეორე რიგის სავარძლების გათბობის ფუნქციაც LTZ კომპლექტაციაში.

სრული სიამოვნება მართვისას

ავტომობილის კაპოტის ქვეშ თქვენ აღმოაჩენთ 4-იდან ერთ-ერთ მძლავრ ძრავას, რომელთაგან თითოეული სინქრონიზირებულია 6-საფეხურიან მექანიკურ ან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. Captiva-ს მართვისას თქვენ შეიგრძნობთ სვლის სირბილესა და მანევრირების სრულ თავისუფლებას.


წინა
მომდევნო

ბენზინის ძრავები

Captiva-ს ძრავები ტექნოლოგიურად საკმაოდ გაძლიერებული და გაუმჯობესებულია. მათგან ერთ-ერთი ბენზინის 2,4-ლიტრიანი აგრეგატია, რომელიც 167-ცხენისძალიანი სიმძლავრის მეშვეობით 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 10,3 წამში აჩქარდება (ეხება ბენზინის 2,4-ლ ძრავიან მოდელს სრული ამძრაობით).

დიზელის ძრავები

იმედს არც ჩვენს მიერ შემოთავაზებული დიზელის ძრავა გაგიცრუებთ. 2,2-ლიტრიანი ტურბირებული დიზელის აგრეგატი 2 სიმძლავრითაა წარმოდგენილი: ერთს 163 ცხენის ძალა აქვს, მეორეს - 184. ორივე ვერსია მოიცავს სტარტ/სტოპ ტექნოლოგიასა და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, ეს ყველაფერი კი სიმძლავრისა და ეკონომიურობის კარგ ბალანსს ნიშნავს.

ტრანსმისია და მართვის ვარიანტები

6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს აირჩევთ თუ ავტომატურს, წინა ამძრაობას თუ, სურვილის შემთხვევაში, სრულ ამძრაობას, გაიგებთ, რომ ავტომობილი დინამიურია, მოსახვევებში მოხდენილად შედის, აღმოაჩენთ სვლის შესანიშნავ თავისებურებებს და, შესაბამისად, ნებისმიერი მგზავრობით ისიამოვნებთ.

უგასაღებო გაღება და დაქოქვა

წინა
მომდევნო

დაივიწყეთ მანქანის გასაღების ჯიბეებში ან ჩანთაში ძებნა. Captiva-ს მოყვება სისტემა სახელწოდებით PEPS - პასიური ჩაჯდომა, პასიური სტარტი. თუკი გასაღები სადმე ახლოს გაქვთ, როგორც კი კარის სახელურს შეეხებით, Captiva ავტომატურად გაიღება. ჩაჯდომის შემდეგ კი, მანქანის დასაქოქად მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა გჭირდებათ. მგზავრობის დასრულების შემდეგ ძრავის გამორთვისთვის ისევ ამ ღილაკს გამოიყენებთ, ხოლო, როცა მანქანიდან გადმოხვალთ, Captiva ავტომატურად ჩაიკეტება.

უსაფრთხოების მოწინავე მახასიათებლები.

ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოებაა. Captiva-ს NCAP-ის უსაფრთხოების რეიტინგში საუკეთესო შეფასება, 5 ვარსკვლავი აქვს მიღებული, რაც მისი სტანდარტული აღჭურვილობის დამსახურებაა:

●   6 აირბალიში გიცავთ თქვენ და თქვენს მგზავრებს უბედური შემთხვევების დროს.

●   ოცურების საწინააღმდეგო სისტემა, სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი და მუხრუჭის დამხმარე სისტემა გეხმარებათ უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაში.

●   დაღმართზე დაშვების კონტროლი

Captiva-ს აგრეთვე აქვს “Hill Start Assist”, რომელიც საშუალებას არ აძლევს ავტომობილს დაგორდეს უკან, აღმართზე მოძრაობის დაწყებისას.