წინა
  • კაშკაშა შავი
  • კაშკაშა შავი
მომდევნო

სპორტული ჰეჩბექი თვალისმომჭრელი დიზაინით

ისევე, როგორც ყველა სახის Cruze, ჰეჩბექიც შესანიშნავად გამოიყურება. Cruze ჰეჩბექი დიზაინისა და პრაქტიკულობის სრულყოფილი ნაზავით გამოირჩევა, რაც უმაღლესი ხარისხის დამუშავების, სოლიდური სტანდარტული კომპლექტაციისა და დინამიკური სტილის დამსახურებაა.

ახალი ძრავების, თანამედროვე გასართობი ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების გაძლიერებული მახასიათებლების მეშვეობით, Cruze გლობალური ბესტსელერია (გაყიდულია 2 მილიონზე მეტი მოდელი). გაინტერესებთ, რატომაა ეს ავტომობილი ასეთი პოპულარული?

თვალისმომჭრელი დიზაინი

წინა
მომდევნო

მოხდენილი ჭრილებითა და კუპესებრი ციცაბო სახურავით გამორჩეული Cruze ჰეჩბექი მიმზიდველი და ათლეტური ავტომობილია. დღესდღეობით ახალი ავტომობილები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გამორჩეულ სტილს აფასებთ. Chevrolet-ისთვის დამახასიათებელი ორზონიანი ცხაურითა და გამომწვევი მაშუქებით აღჭურვილი Cruze არამარტო გამორჩეული, არამედ მოდური და ელეგანტური ავტომობილია. ეს არის მანქანა, რომელსაც ყველგან შეამჩნევენ.

სპორტული სვლა და მანევრულობა

ისევე, როგორც სედანი და კომბი, Cruze ჰეჩბექიც ე.წ. body-frame integral სისტემით (BFI) სარგებლობს და სპორტული სვლა და მშვენიერი მანევრულობა ახასიათებს. ეს ყველაფერი კი თქვენთვის ნიშნავს:

● სტაბილურობის ძლიერ შეგრძნებას

● სოლიდურ სვლას

● მყისიერი აჩქარების რეალურ შეგრძნებას

ინტერიერის შესანიშნავი კომპლექტაცია

წინა
მომდევნო

აქვე შეხვდებით თქვენთვის უაღრესად საჭირო სტანდარტულ ფუნქციებსაც:

● მძღოლის კომპიუტერს, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას საწვავის ხარჯის შესახებ სტარტ/სტოპიანი ძრავებით აღჭურვილ მოდელებში

● რადიო/CD პლეერს

● სპეციალურ პორტს თქვენი iPod-ისთვის ან MP3 პლეერისთვის

● წინა ელექტრო მინებს

● 4 მიმართულებით რეგულირებად მძღოლის სავარძელს

...და უფრო მეტიც! Chevrolet MyLink, 7-დუიმიანი ფერადი ეკრანით, ინოვაციური გასართობი სისტემაა, რომელიც პარკირების უკანა კამერასაც  მოიცავს. აღმოაჩინე ეს ინტელექტუალური ტექნოლოგია აქ.

ეკონომიურობა სიმძლავრესთან ერთად

თქვენი Cruze ჰეჩბექისთვის არჩევანი უნდა გააკეთოთ ბენზინისა და დიზელის 7 შესანიშნავ ძრავას შორის, რომელთა მოცულობა 1,4-დან 2,0 ლიტრამდეა და მათ შორისაა უახლესი, 1,4T-ლიტრიანი, 140 ცხენის ძალის მქონე ბენზინის აგრეგატიც.

ბევრი ძრავა სტარტ/სტოპ ტექნოლოგიითაააღჭურვილი, რაც საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება. საკიდარის თანამედროვე სისტემის მეშვეობით, რომელმაც გამოცდა გერმანიის ნიურბურგრინგზე ჩააბარა, Cruze-ს უაღრესად თავდაჯერებული სვლა და შესანიშნავი მანევრულობა ახასიათებს.

მაღალხარისხიანი, დიდსივრციანი ინტერიერი

წინა
მომდევნო

Cruze-ის ინტერიერში ჩაჯდომისთანავე აღფრთოვანდებით იმ შეგრძნებით, რომ ეს მაღალხარისხიანი ავტომობილია. ამ განცდას აძლიერებს როგორც ყინულოვანი ლურჯი ფერის განათება, ასევე:
● მაღალხარისხიანი მასალები და სავარძლების ნაკერებისა და ზოგადად ყველა დეტალის ოსტატური შესრულება
● სპორტული მანქანისთვის დამახასიათებელი კოკპიტის დიზაინი

Cruze პრაქტიკული ავტომობილია, რომლითაც 5 ზრდასრული ადამიანი კომფორტულად იმგზავრებს. თითოეული მგზავრი ისარგებლებს კლასში საუკეთესო ბარგის ტევადობით და სივრცით როგორც თავისთვის, ისე ფეხებისთვის და მხრებისთვის. საბარგულის მინიმალური მოცულობა 524 ლიტრია.

უამრავი სათავსო

წინა
მომდევნო

ინტერიერში შეხვდებით უამრავ პრაქტიკულ სათავსოს, რომლებიც მგზავრობის დროს გამოგადგებათ:
ხურდა ფულისა და მცირე ზომის საგნების შესანახი სათავსო, რომელიც aux-in და USB პორტებს მოიცავს
ხელის უკანა ჩამოსადები ინტეგრირებული სათავსოთი
ბოთლებისა და რუკების ჩასადები ჯიბეები როგორც წინა, ასევე უკანა კარებზე და წინა სავარძლების საზურგეებზე.

CRUZE უსაფრთხოა

ავარიის შემთხვევაში თქვენს უსაფრთხოებაზე 6 სტანდარტული აირბალიში, ღვედების დამჭიმები, ენერგიის მშთანთქავი წინა და უკანა ზონები და რკინით გამაგრებული დამცავი კარკასი იზრუნებს.

...მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ავარია შეგემთხვათ და სწორედ ამიტომ აღვჭურვეთ Cruze ისეთი დამცავი მექანიზმებითა და ტექნოლოგიებით, როგორებიცაა:

●  ABS და EBD მუხრუჭის კონტროლისთვის
●  TCS და ESC წევისა და სტაბილურობისთვის
●  ბრმა ავარიული ზონა, რათა ავტობანზე კურსი უსაფრთხოდ შეცვალოთ
●  საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა