წინა
  • კაშკაშა შავი
  • კაშკაშა შავი
მომდევნო

კოხტა უნივერსალი

თქვენ ეძებთ ავტომობილს, რომელიც მოდურიც უნდა იყოს და პრაქტიკულიც? უნდა ჰქონდეს ზუსტად ისეთი ტევადი საბარგული და სალონი, როგორიც თქვენს აქტიურ ოჯახს სჭირდება? ამასთან ერთად, მაღალი წარმადობის მქონე ძრავების დიდი არჩევანი უნდა იყოს? თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით უნდა იყოს აღჭურვილი? გართობის ინოვაციური ფუნქციები უნდა ჰქონდეს? ძებნას ნუღარ გააგრძელებთ.

უკვე გაიყიდა 2 მილიონზე მეტი Cruze. გაინტერესებთ, რატომაა ეს ავტომობილი ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში?

სუფთა, სპორტული დიზაინი

წინა
მომდევნო

Cruze station wagon ისეთი უნივერსალია, რომელსაც wow-ფაქტორი სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება - შთაბეჭდილებას ყოველთვის და ყველაზე ახდენს.

მოხდენილად დახრილი საქარე მინა, Chevrolet-ისთვის დამახასიათებელი ორზონიანი წინა ცხაურა და აეროდინამიკური ხაზები ავტომობილს ისეთ ათლეტურ შესახედაობას ანიჭებს, რომელსაც უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. ქრომირებული აქცენტები, გამომწვევი დიზაინის მქონე წინა მაშუქები, ვარდნადი სახურავის ხაზი... ეს ყველაფერი Cruze-ს სპორტულ, დაბალანსებულ და ყველასაგან გამორჩეულ დიზაინს ანიჭებს.

უხვი სივრცე ინტერიერში

Cruze station wagon ისეა დაპროექტებული, რომ მგზავრები არამარტო შეუდარებელი კომფორტით, არამედ ბარგისთვის უხვი სივრცითაც უზრუნველყოს.

საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1478 ლიტრია! ეს კი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი ოჯახის ნებისმიერი სახის სურვილი დააკმაყოფილოთ, ბარგთან ერთად წაიღოთ ველოსიპედები ან სხვა სპორტული ინვენტარი. მოქნილობის ასამაღლებლად, უკანა სავარძლის საზურგე შეგიძლიათ გადასწიოთ მთლიანად, ან ნაწილ-ნაწილ (იყოფა დიდ და მცირე ნაწილებად).

შესანიშნავი, თანამედროვე ინტერიერი

წინა
მომდევნო

Cruze-ის ორმაგი, Corvette-ის სტილში შესრულებული კოკპიტის სახით მიიღებთ სენსაციურ სტილს, რომლის მსგავსის შემოთავაზება მხოლოდ ოჯახის თითო-ოროლა ავტომობილს თუ შეუძლია. კონტურებიანი კოკპიტი და ცენტრალური კონსოლი ერთმანეთს მოხდენილად უერთდება და ერთიანად ელეგანტურია.

მაჩვენებლები, ღილაკები და ჩამრთველები ქრომირებული კანტებითა და LED-განათებით გამოირჩევა. 4 მიმართულებით რეგულირებადი სავარძლები მაღალი ხარისხისაა და ე.წ. ფრანგული ნაკერებით წლობით თანამედროვე იქნება.

მთელ ამ ელეგანტურობას ემატება ინტელექტუალური ტექნოლოგია, რომელიც მძღოლის კომპიუტერსა და ეკონომიურობის შესახებ ინფორმირებულობას მოიცავს. შეიტყვეთ მეტი ინოვაციური გასართობი სისტემის, Chevrolet MyLink-ის შესახებ, რომელიც პარკირების უკანა კამერასაც ითვალისწინებს.

ეკონომიურობა სიმძლავრესთან ერთად

თქვენი Cruze ჰეჩბექისთვის არჩევანი უნდა გააკეთოთ ბენზინისა და დიზელის 7 შესანიშნავ ძრავას შორის, რომელთა მოცულობა 1,4-დან 2,0 ლიტრამდეა და მათ შორისაა უახლესი, 1,4T-ლიტრიანი, 140 ცხენის ძალის მქონე ბენზინის აგრეგატიც.

ბევრი ძრავა სტარტ/სტოპ ტექნოლოგიითაააღჭურვილი, რაც საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება. საკიდარის თანამედროვე სისტემის მეშვეობით, რომელმაც გამოცდა გერმანიის ნიურბურგრინგზე ჩააბარა, Cruze-ს უაღრესად თავდაჯერებული სვლა და შესანიშნავი მანევრულობა ახასიათებს.

უამრავი სათავსო

წინა
მომდევნო

ინტერიერში შეხვდებით უამრავ პრაქტიკულ სათავსოს, რომლებიც მგზავრობის დროს გამოგადგებათ:

  • ხურდა ფულისა და მცირე ზომის საგნების შესანახი სათავსო, რომელიც aux-in და USB პორტებს მოიცავს
  • ხელის უკანა ჩამოსადები ინტეგრირებული სათავსოთი
  • ბოთლებისა და რუკების ჩასადები ჯიბეები როგორც წინა, ასევე უკანა კარებზე და წინა სავარძლების საზურგეებზე.

CRUZE უსაფრთხოა

ავარიის შემთხვევაში თქვენს უსაფრთხოებაზე 6 სტანდარტული აირბალიში, ღვედების დამჭიმები, ენერგიის მშთანთქავი წინა და უკანა ზონები და რკინით გამაგრებული დამცავი კარკასი იზრუნებს.
...მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ავარია შეგემთხვათ და სწორედ ამიტომ აღვჭურვეთ Cruze ისეთი დამცავი მექანიზმებითა და ტექნოლოგიებით, როგორებიცაა:

ABS და EBD მუხრუჭის კონტროლისთვის

TCS და ESC წევისა და სტაბილურობისთვის

ბრმა ავარიული ზონა, რათა ავტობანზე კურსი უსაფრთხოდ შეცვალოთ

საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა