წინა
  • კაშკაშა შავი
  • კაშკაშა შავი
მომდევნო

საოჯახო ვენი ქროსოვერის მოქნილობით და კომპაქტური მართვადობით

Orlando-ს შეუძლია იტვირთოს ნებისმიერი როლი, რომელსაც დააკისრებთ! 7 სავარძელი საშუალებას მოგცემთ, საფეხბურთო გუნდის ნახევარი წაიყვანოთ, ხოლო სავარძლების მრავალმხრივი ვარირების შედეგად, სალონში დიდი ზომის ნივთებსაც ჩადებთ და A-დან B პუნქტამდე კომფორტულად გადაიტანთ. ეს მართლაც საოცრად ადაპტირებადი და ნებისმიერ სიტუაციაზე მორგებული ავტომობილია და, ამავდროულად, გამოირჩევა SUV-ისთვის დამახასიათებელი დიზაინით, შესანიშნავი მართვადობითა და ჭკვიანური ტექნოლოგიით, რომელიც მალე შეგიყვარდებათ. აღმოაჩინეთ Orlando აქ.

ჭკვიანური ტექნოლოგია

Orlando-ს ჭკვიანი ტექნოლოგია მაშინვე შეგიყვარდებათ. პირველ რიგში ეს ინოვაციურ-გასართობ სისტემა Chevrolet MyLink-ს ეხება, რომელიც თქვენს სმარტფონთან ერთად იმუშავებს, რათა ისარგებლოთ თანამედროვე შესაძლებლობებით - მათ შორის, პარკირების უკანა კამერით.

გასაოცარი ექსტერიერი

წინა
მომდევნო

Orlando გასაოცრად განსხვავებული ავტომობილია. ეს არის მანქანა, რომელიც ყველაფრით გამორჩეულია. გარდა მოქნილობისა და მრავალმხრივობისა, რითიც ის პირველ რიგში გამოირჩევა, Orlando-ს განიერი, ათლეტური ძარისა და ძლიერი, მტკიცე გარეგნობის სახით, SUV-კლასის ავტომობილისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ხელმისაწვდომია მიმზიდველი ფერების ფართო სპექტრით, ალუმინის დისკები სტანდარტულია LT და LTZ კომპლექტაციებში.

თანამედროვე, მოქნილი ინტერიერი

Orlando-ს ინტერიერიც ისეთივე მოდური და თანამედროვეა, როგორც მისი ექსტერიერი. შეხედეთ თუნდაც Corvette-ის სტილში გადაწყვეტილ ორმაგ კოკპიტს, ან პანელებს მომდევნო ფოტოებზე და ამაში მაშინვე დარწმუნდებით.

ვიცით, რომ ინტერიერის მოქნილობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გჭირდებათ სივრცე მეგობრებისთვის, ბარგისთვის ან შინაური ცხოველებისთვის? გოლფის სათამაშოდ აპირებთ წასვლას? Orlando-სთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ის მართლაც ისეთი მანქანა იქნება, როგორიც თქვენ მოგინდებათ რომ იყოს და თანაც, სწრაფად შეიცვლის როლს, რაც სავარძლების მოქნილი და მარტივი ვარირების დამსახურებაა. მაქსიმალურად ვარირებს წინა სავარძელიც, რომლის გადაწევის შემთხვევაში 2,6-მეტრიანი სიგრძის ნივთის წაღებასაც შეძლებთ.

სხვადასხვა ნივთების მოსათავსებლად თქვენ სათავსოებიც გჭირდებათ. Orlando-ში რამდენიმე ჭიქის ჩასადები და პრაქტიკული უჯრებია, რასაც ელოდით კიდეც, მაგრამ ინტერიერში ასევე ნახავთ ფარულ სათავსოებს. დააკავშირეთ თქვენი სმარტფონი სისტემა Chevrolet MyLink-თან, შემდეგ კი მოათავსეთ სპეციალურ სათავსოში და იგი უხილავი გახდება, თქვენი მგზავრობა კი - უფრო სასიამოვნო. თქვენთვის კომფორტიც უაღრესად მნიშვნელოვანია. დავიწყოთ მძღოლის კომფორტით: ციფერბლატები და ჩამრთველები ინტუიციით ხელმისაწვდომ ადგილებზე, საჭეზე ან კოკპიტზე ახლოსაა განთავსებული. ციფერბლატები და ინსტრუმენტები ნათლადაა განათებული. თქვენი მგზავრები ისიამოვნებენ ასევე უკანა სავარძლების გათბობის სისტებით (LTZ Plus სტანდარტით) და ასევე ფეხებთან დიდი სივრცით.

წინა
მომდევნო

გაუმჯობესებული უსაფრთხოება

ავტომობილში თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. Orlando-მ NCAP-ის რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიიღო, რაც უსაფრთხოების სტანდარტული სისტემების დამსახურებაა. მათ შორის:

6 აირბალიში, ბავშვის სავარძლის დამაგრების ISOFIX-სისტემა და გაძლიერებული, ენერგიის მშთანთქავი კარკასი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მაქსიმალურად დაგიცავთ.

სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი, საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა და ე.წ. ”ბრმა ზონა” (ავტობანზე ზოლიდან ზოლში უსაფრთხოდ გადასვლისთვის. ხელმისაწვდომია მხოლოდ LTZ კომპლექტაციაში), იმისათვის, რომ თავიდანვე მაქსიმალურად დაცული იყოთ ავტოსაგზაო შემთხვევისგან.

სიმძლავრე მაშინ, როცა გჭირდებათ

პირველ რიგში ის ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ Orlando არის ქროსოვერი, რომელიც კომპაქტური ავტომობილივით დადის. ეს არის ტემპერამენტიანი, ენერგიული და დინამიკური მანქანა, რომელიც მოსახვევებში კარგად შედის და კომფორტულია სწორ გზაზე.

Orlando-ს დინამიკურობა, რა თქმა უნდა, მისი ძრავების დამსახურებაცაა. ხელმისაწვდომია ბენზინის 1,4-ლიტრიანი, ტურბირებული აგრეგატი (რომელსაც სტანდარტულად მოჰყვება სტარტ/სტოპ სისტემა) და დიზელის 2-ლიტრიანი ძრავა. ორივე იწარმოება 6-საფეხურიანი მექანიკურ და ავტომატურ გადაცემათა კოლოფებთან ერთად.

ძრავების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ Orlando-ს ტექნიკური მონაცემები.