ქალაქის ქუჩებისთვის იდეალური, კომპაქტური SUV

ახალი Trax ჩვენი 5-ადგილიანი კომპაქტური ქროსოვერია. გამორჩეული სტილის მქონე, ქალაქისთვის შექმნილი ეს ავტომობილი შესანიშნავ კომფორტსა და მოქნილ საბარგულს გთავაზობთ.

მიიღეთ ნამდვილი სიამოვნება ქალაქში

აირჩიეთ მაღალტექნოლოგიური ამძრაობა, რათა დაიწყოთ საინტერესო თავგადასავალი. ხელმისაწვდომია 1,4-ლიტრიანი ტურბირებული და 1,6-ლიტრიანი ბენზინის ძრავები. ორივე ძრავა სიმძლავრესა და ეკონომიურობას იდეალურად აბალანსებს, რაც Start/Stop ტექნოლოგიის დამსახურებაცაა, რომელიც სტანდარტულია მექანიკური გადაცემათა კოლოფების მქონე ვერსიებში. 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი გარკვეულ მოდელებშია ხელმისაწვდომი.

წინა
მომდევნო

სრული ამძრაობა სურვილის მიხედვით

აირჩიე ძრავა სრულ ამძრაობასთან ერთად - სურვილის შემთხვევაში, ავტომატური გადართვით წინა ამძრაობიდან სრულ ამძრაობამდე. სისტემა იდეალურია არაპროგნოზირებადი გზისთვის.

აღმოაჩინეთ გაცილებით მოქნილი სივრცე

მხოლოდ 4,25 მეტრი სიგრძის მქონე Trax-ში იდეალური ხილვადობაა. გადატვირთულ ქალაქში მისი დაპარკინგება ადვილია. სალონში, მაღლა განთავსებული სავარძლების მეშვეობით, თქვენ და თქვენი ოთხივე თანამგზავრი შესანიშნავი ხილვადობით მოიხიბლებით.

წინა
მომდევნო

უკანა სავარძლის საზურგის გადაწევით, საბარგულის მოცულობა 1370 ლიტრამდე იზრდება. იქვე იპოვით 230-ვოლტიან როზეტსაც. სავარძლების კონფიგურირება სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი. უკანა სავარძლის 60/40-ზე გაყოფა და წინა მგზავრის სავარძლის საზურგის გადაწევა 2,30 მეტრი სიგრძის ნივთის გადატანის საშუალებას იძლევა, რითაც ეს ავტომობილი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ქროსოვერია.

ისიამოვნეთ საინფორმაციო-გასართობი სისტემით ყველგან

Trax-ში ასევე შეხვდებით ინოვაციურ გასართობ სისტემას, Chevrolet MyLink-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უსმინოთ მუსიკას თქვენი სმარტფონიდან ავტომობილის აუდიო-სისტემაში. Chevrolet MyLink-ს კიდევ უამრავი თანამედროვე ფუნქცია აქვს - მათ შორის, პარკირების უკანა კამერა და ხმის აქტივაციის უსაფრთხო კონტროლი SIRI Eyes Free.

MyLink -ი  ეს უმაღლესი დონის სტანდარტია.

იმგზავრეთ უსაფრთხოდ

უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, StabiliTrak® მუდმივად აკონტროლებს და არეგულირებს ავტომობილის წევას. Bluetooth® დაგეხმარებათ იმაში, რომ სატელეფონო საუბრებისას ხელები საჭეს არ მოაშოროთ. აღმართზე დაძვრის ასისტენტი Trax-ს ციცაბო აღმართზეც კი უკან დაგორების საშუალებას არ მისცემს. პარკირების უკანა სენსორები, უხილავ წინაღობასთან მიახლოებას ხმოვანი სიგნალის საშუალებით გამცნობთ.

Chevrolet MyLink-ის უკანა ხედვის კამერა Trax-ის უსაფრთხოდ დაპარკინგებაში დაგეხმარებათ.

უსაფრთხოება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

უბედური შემთხვევის დროს Trax-ს გადაბრუნებისგან დაცვის განსაკუთრებული მექანიზმი გააჩნია - ავტომობილი მასზე 4-ჯერ მეტი წონის მქონე წინააღმდეგობას უძლებს. Trax-ს სტანდარტულად მოყვება 6 აირბალიში, 3-ზონიანი ღვედები ხუთივე ადგილისთვის და ბავშვების უსაფრთხოების ISOFIX-სისტემა; ასევე მძღოლის დასაშლელი სატერფულები, რაც თქვენს ფეხებს დაიცავს.