პროექტირება უტილიზაციაზე გათვლით

უტილიზაცია

დღესდღეობით საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ისწრაფვის მსოფლიო რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გადაამუშავებისკენ. არც Chevrolet იშურებს ძალ-ღონეს იმისათვის, რომ ეფექტურად მოახდინოს ბუნებრივი რესურსების უტილიზირება, დანაკარგების შემცირება და გარემოს დაცვა. 2003 წლის მარტში Chevrolet- მა მიიღო ახალი დირექტივა გარემოს დაცვისა და საკუთარი პროდუქტების ეფექტური უტილიზაციის შესახებ. Chevrolet-ის ხარისხიანი პროდუქციის შექმნის პროცესში სწორედ ზემოთხსენებული დირექტივა წარმოადგენს ერთერთ ძირითად ელემენტს. ჩვენი მიზანია ძვირფასი მასალებისა და ენერგორესურსების შენარჩუნება ნარჩენების რაოდენობის შემცირების ხარჯზე:

  • ავტომობილის წარმოების დროს
  • ავტომობილის ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ

1. პროექტირება უტილიზაციაზე გაანგარიშებით.

GM-ის ყველა საპროექტო ჯგუფი პროდუქტის დამუშავებისას ვალდებულია დაიცვას ,,უტილიზაციურ-აღდგენითი“ წესები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ინჟინრებსა და მიმწოდებლებს შემდეგ ასპექტებში:

  • ისეთი სატრანსპორტო საშუალებების შემუშავებაში, რომლებიც უკვე ითვალისწინებენ უტილიზაციის შესაძლებლობას;
  • დეტალების, კომპონენტებისა და თავად მანქანების ანალიზში მათი უტილიზაციისა და აღდგენის საკითხთან დაკავშირებით (რათა გაადვილდეს ავტომობილების უტილიზაციის პროცესი მათი ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ).


დეტალების, კომპონენტებისა და თავად მანქანების ანალიზში მათი უტილიზაციისა და აღდგენის საკითხთან დაკავშირებით (რათა გაადვილდეს ავტომობილების უტილიზაციის პროცესი მათი ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ).

ჩვენი ჯგუფი უტილიზაციის საკითხში ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს:

 

  • მასალათა მაღალი ხარისხი;
  • ტექნიკური და თერმული საიმედოობა;
  • შესაბამისობა საწარმოო სტანდარტებთან

 

ხარისხი ყოველთვის უცვლელი რჩება.

როგორც მეორადი, ასევე ახალი მასალების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ისეთი ცნება, როგორიცაა ,,ფარული დეტალები“ _ დიდი ხანია გამოვიდა ხმარებიდან. ამჟამად მეორადი ნედლეული ფართოდ გამოიყენება ავტომობილის მრავალი ხილული ნაწილის დასამზადებლად.

2. სატრანსპორტო საშუალებებისათვის საწარმოო ციკლის ტექნოლოგიური დამუშავება და რეალიზაცია

Tქვედა ცხრილი ნათლად ასახავს თუ როგორ ერთვება უტილიზაციაზე გათვლილი პროექტირება საერთო პროცესში. ეს საკვანძო კომპონენტი წარმოადგენს მზა პროდუქციაზე ზოგადი პასუხისმგებლობის ფორმირების მხოლოდ ნაწილს.

მზა პროდუქციაზე პასუხისმგებლობა

1. დამუშავება

  • როექტირება უტილიზაციაზე გათვლით
  • სასიცოცხლო ციკლის შეფასება
  • უხარისხო მასალების თავიდან აცილება

2. წარმოება

  • მეორადი ნედლეულის გამოყენება

3. განმეორებითი გამოყენება

  • ავტომობილის განმეორებით გამოყენება
  • გაწმენდა და წინასწარი დამუშავება
  • EC დირექტივა

4. გამოყენება

  • ნარჩენების გადამუშავება
  • სათადარიგო დეტალები