პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და იდენტიფიკაციური ფაილების გამოყენება "cookies"

საიტი იმართება Chevrolet Central and Eastern Europe LLC. მიერ, რომლის იურიუდლი მისამართია: 2040 Budaörs, Szabadság út 117. – Hungary, შემდგომში მოხსენიებული როგორც “Chevrolet”.

1. ინტელექტუალური საკუთრებ

საიტზე მოცემული ყველა მასალა წარმოადგენს Chevrolet–ს ინტელექტუალურ საკუთრებას. ამ მასალებიდან არ შეიძლება ასლის მოხსნა ან მათი გამრავლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მასალების კომპიუტერის ეკრანზე დასათვალიერებლად. მიუხედავად ზემოთქმულისა, თქვენ შეგიძლიათ პირადი სარგებლობისთვის ამობეჭდოთ საიტიდან მთელი გვერდები. პერიოდულად ჩვენ შეიძლება მოგცეთ შესაძლებლობა გადმოტვირთოთ საიტიდან ფონის სურათები, თავსართები და სხვა უტილიტები.

3. საიტზე მოცემული ინფორმაციის სიზუსტე

საიტზე მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია Chevrolet–ს კლიენტებისთვის საქართველოში და შეიძლება არ იყოს გამოსადეგი სხვა ქვეყნებში. ჩვენ მივმართავთ ყველა გონივრულ ზომას, იმის უზურნველსაყოფად, რომ საიტის მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს, მაგრამ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას საიტის მონაცემებზე დაყრდნობიდან წარმოშობილ არანაირ სარჩელსა და ზიანზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ პროდუქტის მახასიათებლები ნებისმიერ დროს. თქვენი ქვეყნისთვის დადგენილი პროდუქტის მახასიათებლების დასაზუსტებლად მიმართეთ Chevrolet–ს ადგილობრივ დილერს.

4. როგორ ვეპყრობით თქვენგან მიღებულ ინფორმაციას

Chevrolet ზრუნავს მომხმარებლის პირადი ინფომრაციის კონფიდენციალობის დაცვაზე. Chevrolet არ შეაგროვებს თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმციას (მაგ. სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი – „პირადი მონაცემები“), თუ იგი ნებაყოფილობით არ იქნება მოწოდებული. თუ თქვენ არ გსურთ რომ თქვენი პირადი მონაცემები შეგროვდეს, ნუ მოგვაწოდებთ მათ.

Chevrolet არ გადასცემს თქვენს პირად მონაცემებს მესამე პირებს მათი დამოუკიდებელი სარგებლობისთვის, თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე. Chevrolet–ს სურს გამოიყენოს თქვენს შესახებ ინფომრაცია, რათა უზრუნველყოს თქვენი ინფორმირება ახალ პროდუქტებზე, მომსახურებაზე, სპეციალურ შეთავაზებებზე, ასევე ჩვენი მომსახურების შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად. თქვენი პირადი მონაცემები მხოლოდ ამ მიზნებით შეიძლება გადაეცეს Chevrolet–ს დაკავშიებულ საწარმოებს, საცალო მოვაჭრეებს და მომსახურების გამწევებს, რომლებიც ჩართული არიან თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაში და, მათ შორის, შენახვაში. თუ თქვენ ზემოხსენებული წინააღმდეგი ხართ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული წესის თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მითითებული საწარმოდან შეიძლება განლაგებული იყოს საქართველოს საზღვრებს მიღმა, ისინი ხელშეკრულებით იქნებიან დავალდებულებული დაიცვან თქვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალობა. თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ მომავალში რაიმე სახის ინფორმაცია, გთხოვთ, თქვენი პირადი მონაცემების გამოგზავნამდე, დააჭიროთ შესაბამის უჯრას საიტზე მოცემული ფორმების ბოლოში.

5. ელექრონული კავშირი

იმისთვის, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა გამოგიგზავნოთ ინფორაცია, რომელიც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს და ინტერესებს, ჩვენი წერილების ფორმატში ჩართული არის “click-through URL” ღილაკი. The click-through URL გვაძლევს საშუალებას მოვიძოთ და მოვაგროვოთ ისეთი ინფორმააცია როგორიცაა:ისარგებლეთ თუ არა ელ. ფოსტით, ასევე რომელ ბმულებზე შეხვედით თქვენს ელ. ფოსტაში. მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენება თქვენი ინტერესების განსასაზღვრად, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ჩვენი კლიენტებისთვის უსარგებლო გზავნილების გაგზავნა.

თუ თქვენ არ გსურთ მომავალში რაიმე სახის კორესპონდეციის მიღება, ან გსურთ რომ ამოგშალონ ჩვენი გზავნილების სიიდან, გამოიყენეთ ხელმოწერის გაუქმების ბმული, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჩვენგან მიღებულ ყოველ ელექტორნულ საინფორმციო წერილში.

ჩვენ გონივრულ ზომებს მივმართავთ ჩვენი ფაილებიდან ამ ინფორმაციის ამოსაშლელად.

6. სარეკლამო ღონისძიებები

თუ თქვენ მონაწილეობთ კონკურსში, ლატარეაში ან ნებისმიერ სხვა სარეკლამო ღონისძიებაში, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ პირად მონაცემებს ამ პროგრამების ხელშესაწყობად.

7. კავშირი სხვა საიტებთან

ჩვენი საიტი შეიძლება შეიცადეს Chevrolet–ის სხვა საიტებზე ან ჩვენი დილერების, უფლებამოსილი საცალო მოვაჭრეების, სხვა დაკავშირებული საწარმოების ან სოციალური მედიის საიტებზე ბმულებს. როდესაც თქვენ შეხვალთ ასეთ ბმულზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ საიტებს აქვთ საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკა და რომ ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას მათზე. ამ საიტებზე თქვენი პირადი მონაცემების გაგზავნამდე, გადაამოწმეთ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკა.

8. ინფორმაციის მოგროვება და გამოყენებ

ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის შესახებ, რომელსაც ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ სისტემურ ჟურნალებში, მოიცავს თქვენი ინტერნეტის ოქმის (IP) მისამართს, ბრაუზერის ტიპს და გამოყენებულ ენას, საოპერაციო ენას, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელს (ISP) და თარიღის/დროის აღნიშვნას.

ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ საიტის ეფექტური მართვისთვის, ჩვენს საიტებზე შემოსული პირების აქტიურობის, ტენდენციების გასაანალიზებლად და, ჩვენი საიტით მომხმარებლებზე ზოგადად, დემოგრაფიული ინფომრაციის შესაგროვებლად. შეგროვებული ინფომაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურებისთვის და კომუნიკაციისათვის.

თუ ჩვენ პირად მონაცემებთან ერთად ვიყენებთ არაპირად ინფორმაციას, ამ უკანასკნელზე ვრცელდება პირადი მონაცემებისთვის განსაზღვრული კონფიდეციალობის პირობები, მანამ სანამ ისინი ერთად გამოიყენება.

9. მონაცემთა სტრიქონების (cookies) გამოყენებაs

Chevrolet–ს საიტი, ელ. ფოსტის გაცვლა, ონლაინ მომსახურება, რეკლამები და ინტერაქტიურლი დანართები შეიძლება იყენებდნენ მონაცემთა სტრიქონებს (cookies) და სხვა ტექნოლოგიებს, როგორიცაა ვებ შუქურა (web beacons) და ფიქსელ თეგები (pixel tags).

„მონაცემთა სტრიქონი“ (“cooky“) არის ინფორმაციის ტექსტური ხაზი, რომელსაც ვაგზავნით თქვენი კომპიუტერის მყარი დისკის ბრაუზერის მონაცემთა სტრიქონის (cookies) ფაილში ჩვენი ვებ სერვერიდან. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს საიტს დაგიმახსოვროთ სერვერსა და ბრაუზერს შორის კავშირის დამყარების დროს. მონაცემთა სტრიქონის (cookies) ძირითი დანიშნულებაა საიტის მომხმარებლის იდენტიფიცირება და სერვერისთვის შესაძლებლობის მიცემა, წარმოგიდგინოთ ექსკლუზიური ვებგვერდები, რაც თქვენს მიერ Chevrolet–ის საიტის გამოყენებას გახდის უფრო პირადულს, რომელიც უკეთესად პასუხობს თქვენს პერსონალურ საჭიროებებს.

Chevrolet და ჩვენი პარტნიორები ასევე იყენებენ მონაცემთა სტრიქონებს (cookies) და სხვა ტექნოლოგიებს პირადი ინფორმაციის დასამახსოვრებლად, როდესაც თქვენ სტუმრობთ საიტს, დანართებს და ონლაინ მომსახურებას. ეს უკანასკნელი, მაგალითად, შესაძლებელია იმ ინფორმაციის დამახსოვრებით, რომელიც თქვენს მიერ ადრე იყო შეტანილი ვებ ფორმაში.

საიტზე გამოიყენება ორი სახის მონაცემთა სტრიქონები (cookies):

  • სეანსური მონაცემთა სტრიქონები (cookies): ეს არის დროებითი მონაცემთა სტრიქონები (cookies), რომლებიც ინახება თქვენი ბრაუზერის მონაცემთა სტრიქონის (cookies) ფაილში თქვენს მიერ საიტის დატოვებამდე. მონაცემთა სტრიქონი (cookies) იშლება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ შედიხართ საიტზე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
  • მუდმივი მონაცემთა სტრიქონები (cookies): ამ სახეობის მონაცემთა სტრიქონები (cookies) თქვენი ბრაუზების შესაბამის ფაილში გაცილებით მეტ ხანს ინახება. შენახვის დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერის შემადგენლობაში გაკეთებულ არჩევანზე. მუდმივი მონაცემთა სტრიქონები (cookies) იძლევა ინფორმაციის სერვერზე მიწოდების საშუალებას ყოველთვის, როდესაც ვინმე შედის საიტზე. მუდმივი მონაცემთა სტრიქონები (cookies) ასევე ცნობილია, როგორც „მდევნელი“ მონაცემთა სტრიქონები (cookies).

10. მესამე მხარეთა მონაცემთა სტრიქონები (cookies)

Chevrolet–მ შეიძება პერიოდულად ისარგებლოს მესამე მხარის რეკლამის გასავრცელებლად და მარკეტინგული კომუნიკაციების განსახორციელებლად. მესამე მხარის რეკლამის მიმწოდებლები იყენებენ მონაცემთა სტრიქონებს (cookies) რეკლამის ეფექტურობის შესაფასებლად და რეკლამის შინაარსის პერსონიფიცირებისათვის. მესამე მხარის რეკლამის მიმწოდებლების მიერ შეგროვებული შესაძლო ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გეოლოკაცია ან ისეთ საკონტაქტო დეტალებს, როგორიცაა ელ. ფოსტის მისამართი. მესამე მხარის რეკლამა მიმცემის კონფიდენციალობის პოლიტიკა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ინფორმაცია მათ მიერ მონაცემთა სტრიქონებით (cookies) სარგებლობის თაობაზე. თუ თქვენ გსურთ გაიგოთ მეტი მათი კონფიდენციალობის პრაქტიკის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ Network Advertising Initiative საიტს, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი მათი მონაცემთა სტრიქონების (cookies) გამოყენებას.

11. ვებ შუქურები და ფიქსელები (web beacons and pixels)

ჩვენი საიტი და ელ. ფოსტა შეიძლება შეიცავდეს ელექტორნულ გამოსახულებებს, რომლებიც ცნობილია როგორც ვებ შუქურები და ფიქსელ თეგი (web beacon და pixel tag). ისინი უპირველესად გამოიყენება მესამე მხარის ტექნოლოგიების, როგორიცაა Google Analytics, მიერ ჩვენ საიტზე შემოსული პირების აქტივობის საკვლევას.

12. მონაცემთა სტრიქონების (cookies) დაშვება და აკრძალვა

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაუშვათ ან აკრძალოთ მონაცემთა სტრიქონები (cookies) თვენს ინტერნეტ ბრაუზერზე შესაბამისი შემადგენლობის შერჩევით. ბრაუზერის შემადგენლობის შეცვლაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით თქვენი ბრაუზერის ინსტრუქციას ან ეწვიეთ  All About Cookies საიტს.

გაითვალისწინეთ, რომ მონაცემთა სტროქონების (cookies) აკრძალვის შემთხვევაში Chevrolet–ს საიტის ზოგიერთი გამოსახულება შეიძლება ვეღარ იყოს ხელმისაწვდომი.

13. როგორ შეიძლება მოგვმართოთ კონფიდენციალობის თაობაზე კითხვებით

თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან მოსაზრებები ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის მიმართ, ან კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ ვსარგებლობთ თქვენი მონაცემთა ბაზით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ ელ. ფოსტის მისამართზე ან ტელეფონზე. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ შეხვიდეთ თქვენს მონაცემთა ბაზაში ან გაასწოროთ, დაბლოკოთ ან გააუქმოთ იგი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გონივრულ ზომას, თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ChevroletNewMarkets@gm.com

ან კლიენტების საინფორმაციო ცენტრის ტელეფონი: + 36 23 447 000

ან მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: Chevrolet Central and Eastern Europe LLC. 2040 Budaörs, Szabadság út 117. – Hungary
კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი: 13-09-092586
დღგ–ს გადამხდელის სარეგისტრაციო ნომერი: 12924583-2-44

16.11.2011